რა წესები უნდა დაიცვათ, თუ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტს გადაწყვეტთ

გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალებიც ეტაპობრივად გაიხსნება.

პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.

ანუ 20 ივნისიდან საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებენ.

ვარძია - Sputnik საქართველო
შიდა ტურიზმის დაშვების კვალდაკვალ: 20 ივნისიდან მუზეუმ-ნაკრძალები იხსნება

კითხვაზე, კონკრეტულად რომელი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები გაიხსნება პირველ ეტაპზე, „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ეს მათთვის უცნობია.

„კონკრეტულად საქართველოს რომელი მუზეუმები ან მუზეუმ-ნაკრძალები გაიხსნება 20 ივნისისთვის, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან, ახალმიღებული პროტოკოლის რეკომენდაციების მიხედვით, საგამოფენო სივრცეები ვიზიტორებისთვის გაიხსნება ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც მუზეუმები მზად იქნება მათ მისაღებად. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმების დაცვით და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მოხდება დამთვალიერებლების მიღება“, – განუცხადეს სააგენტოს კომიტეტში.

ძირითადი რეკომენდაციების ჩამონათვალი კი ასეთია:

შესასვლელთან აუცილებელია განხორციელდეს ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი. ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე დაიშვება მხოლოდ 1 ვიზიტორი. შენობის რამდენიმე ადგილზე ხელის სადეზინფექციო, 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარი განთავსდება. შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ დაიშვება 10 ადამიანზე მეტი. ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი ამოქმედდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლარე აღიჭურვება ხელთათმანებით.

ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
რა შეზღუდვები იხსნება 15 ივნისიდან

და, რაღა თქმა უნდა, ნიღბების გარეშე სტუმრების შესვლა შენობაში აკრძალულია. საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება მოხდება მაშინ, როცა დარბაზში შესული ვიზიტორები დატოვებენ სივრცეს.

გიდით მომსახურების შემთხვევაში ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა. ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიოგიდის ყოველი გამოყენების შემდგომ აუცილებელია მათი დეზინფექცია, ან სასურველია თუ გამოიყენებთ ერთჯერად ყურსასმენებს. ასევე, რეკომენდაციების მიხედვით, სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
რა უნდა იცოდნენ თვითმფრინავის მგზავრებმა - წესებისა და შეზღუდვების სრული სია

დახურულ სივრცეებში მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართაც არსებობს. მაგალითად, არ შეიძლება გამოირთოს ვენტილაცია. არასამუშაო საათებში უნდა იმუშაოს ყველაზე მინიმალური სიჩქარით. სავენტილაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი, ასევე ვენტილაციის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და, დაბინძურების შესაბამისად, არანაკლებ 4 თვეში ერთხელ მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა უნდა მოხდეს.

მკაცრად აკრძალულია დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერში და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.

რაც შეეხება ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) ჩატარების რეკომენდაციებს, ღონისძიების სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

ღია სივრცეებში ღონისძიებების გამართვისას უსაფრთხო დისტანცია 2 მეტრი უნდა იყოს. თუ ღონისძიება ითვალისწინებს ფეხზე დგომით დასწრების შესაძლებლობას, ღონისძიების პერიმეტრზე მონიშნული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილები. სასცენოდ განკუთვნილი აპარატურის, მიკროფონების და სხვა საშუალებების წინასწარ და შემდგომ დამუშავება რომ აუცილებელია, ამას თქმაც არ სჭირდება.

ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
ჩაიშლება თუ არა საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებული გეგმები

როცა ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს მონაწილე პირთათვის კვებით/სასმელ კომპონენტს, გამასპინძლებისთვის გამოყენებული უნდა იყოს ერთჯერად კონტეინერებში მოთავსებული საკვები. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ამასთან ერთად, საჭიროა ერთჯერადი ჭურჭელი. მომსახურე პერსონალი კი აღჭურვილი უნდა იყოს ნიღბით, სახის დამცავი ფარითა და ხელთათმანებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0