საქართველოს აეროპორტების გაერთიანება – ცვლილებები საავიაციო ბაზარზე გარდაუვალია

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი თანამშრომლები
თბილისის აეროპორტი თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ავიაკომპანია, რომელიც პანდემიამდე საქართველოში რეისებს ასრულებდა, მზადაა ფრენების აღსადგენად, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული.

თბილისი 10 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყნის საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია, განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტები საზღვრების გახსნისა და საერთაშორისო რეისების აღსადგენად ემზადებიან. 1 ივლისიდან საქართველოს ცა საერთაშორისო რეისებისთვის გაიხსნება, მაგრამ რეისები აღდგება ეტაპობრივად – მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

საქართველოს აეროპორტები ცის გასახსნელად ემზადებიან>>

არჩუაძის განცხადებით, ცვლილებები იქნება როგორც მგზავრთანაკადის მხრივ, ისე ავიაკომპანიების რაოდენობისა და ფრენების სიხშირის თვალსაზრისით.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
რა უნდა იცოდნენ თვითმფრინავის მგზავრებმა - წესებისა და შეზღუდვების სრული სია

„ველაპარაკებით ყველა ავიაკომპანიას, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებდნენ. ყველა ავიაკომპანია გამოთქვამს მზადყოფნას – განაახლონ ფრენები, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ ეპიდსიტუაციაზე, რაც არის იმ ქვეყნებში და, ზოგადად, მსოფლიოში“, – განაცხადა გაერთიანების დირექტორმა.

ავიაკომპანიების დაბრუნება დამოკიდებული იქნება საზღვრების გახსნაზე, აღნიშნა მან. პირველი მიმართულებები, რომლებიც რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება, სავარაუდოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან იქნება. საბოლოო დეტალები ცნობილი 15 ივნისის შემდეგ გახდება.

ვინ გაფრინდება კვიპროსზე: დასახელდა ქვეყნები და აუცილებელი პირობები>>

არჩუაძე ასევე შეეხო საავიაციო სფეროს მიმართ მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ მათი დაკმაყოფილება დიდ სირთულეებს არ უკავშირდება. მისი თქმით, ეს მოთხოვნები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ საავიაციო ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობით შეიმუშავა.

Turkish Airlines  - Sputnik საქართველო
ფრენების აღდგენა: რას გვთავაზობენ ავიაკომპანიები 1 ივლისიდან – მიმართულებები, ფასები

„მგზავრებს მოუწევთ პირბადით გამოცხადება აეროპორტში, რაც, თავის მხრივ, სიახლე არ არის, რადგან პირბადის ტარება ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდა. ისინი გაივლიან დამატებით თერმოსკრინინგს. იმ შემთხვევაში, თუ მათ დაუფიქსირდებათ ტემპერატურა 37,5 გრადუსზე ნაკლები, ისინი შეძლებენ ჩასხდომის პროცესის გაგრძელებას. სოციალური დისტანციის დაცვით გაივლიან საავიაციო უშიშროებისა და სასაზღვრო პროცედურებს, ხოლო შემდეგ ჩასხდებიან თვითმფრინავში“, – აღნიშნა არჩუაძემ.

საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით 21 მარტიდან შეწყვიტა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აღდგეს შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი 1 ივლისიდან გაიხსნას. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანა ნაწილობრივ აღადგენს სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლას.

ყველა ახალი ამბავი
0