ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება

CC0 / Pixabay / ჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველო" ვირტუალურ ტურს აგრძელებს და ამჯერად იტალიის ულამაზეს სანაპირო ზოლზე,  ჩინკვე-ტერეზე გეპატიჟებათ. ეს ადგილი განსაკუთრებით იმ ტურისტებს იზიდავს, რომლებსაც წყნარი დასვენება, ლამაზი ხედები და ბუნება უყვარს.

ჩინკვე-ტერე მდებარეობს ლიგურიის რეგიონში, ქალაქ ლა-სპეციის დასავლეთით და ხუთ სოფელს მოიცავს. ესენია: მონტეროსო-ალ-მარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიომაჯორე. ჩინკვე-ტერე, იგივე ხუთი მიწის დასახლება იტალიისთვის დამახასიათებელი სილამაზითაა გამორჩეული.

CC BY 2.0 / raffaele sergi / cinque terreჩინკვე-ტერე, იტალია
ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება - Sputnik საქართველო
ჩინკვე-ტერე, იტალია

ჩინკვე-ტერე ისტორიულ წყაროებში მეცხე საუკუნიდან ჩნდება. თავდაპირველად ნახსენებია მონტერესო და ვენაზა. ხოლო დანარჩენი სოფლები მოგვიანებით გაშენდა. მე-16 საუკუნეში მოსახლეობამ გააძლიერა არსებული ციხე-სიმაგრეები და ააშენა ახალი თავდაცვის კოშკები, რათა თურქების თავდასხმებისგან დაეცვა ტერიტორია.

CC0 / Pixabay / ჩინკვე-ტერე, იტალია
ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება - Sputnik საქართველო
ჩინკვე-ტერე, იტალია

საუკუნეების განმავლობაში სანაპირო ზოლმა ბევრი სახეცვლილება განიცადა, თუმცა დღევანდელი სახით დიდებულად ლამაზია და მნახველის გულს აუცილებლად იპყრობს. დღეს ის ეროვნული პარკია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. ამ საოცარ ადგილს წელიწადში 2,4 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

CC BY 2.0 / Mike Norton / Cinque Terreჩინკვე-ტერე, იტალია
ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება - Sputnik საქართველო
ჩინკვე-ტერე, იტალია

ხუთივე სოფელს ირგვლივ საოცარი სანაპირო ზოლი არტყია. ცეცხლოვანი პლაჟები, ცისფრად მოლივლივე კამკამა ზღვა გულგრილს არ დაგტოვებთ. ზღვა განსაკუთრებულად მშვიდი და ლამაზი საღამოობითაა.

ციცაბო, კლდოვან ლანდშაფტზე საუკუნეების მანძილზე ადამიანები საგულდაგულოდ, დიდი რუდუნებით აშენებდნენ ულამაზეს ტერასებს, რომლებიც გადაჰყურებს ზღვას და საოცარი ხედი იშლება. წლების განმავლობაში სოფლებმა შეინარჩუნა საკუთარი ისტორიული არქიტექტურა და განსაცვიფრებელი საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებს.

CC BY 2.0 / Gary Bembridge / Cinque Terre Italyჩინკვე-ტერე, იტალია
ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება - Sputnik საქართველო
ჩინკვე-ტერე, იტალია

როგორც აღვნიშნეთ, სოფლები ერთმანეთს ბილიკებით, ასევე მატარებლით და ნავებით უკავშირდება. ვინაიდან ჩინკვე-ტერე ეროვნული პარკია, აქ ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ სოფლებში შეიძლება, ისიც მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

სოფლები საკმაოდ პატარაა და ერთი სოფლის მოსანახულებლად ერთი დღე გეყოფათ. რა თქმა უნდა, თუ მეტხანს დარჩებით, უკეთესია. განტვირთვისთვის და ჰარმონიული დასვენებისთვის ეს საუკეთესო ადგილია.

თუ თქვენ ლაშქრობის მოყვარული ხართ, მაშინ საუკეთესო შანსი გეძლევათ ხუთი სოფელი ფეხით მოიაროთ და დატკბეთ მათი სილამაზით. მთავარია ლაშქრობამდე შესაფერისი ფეხსაცმელი მოირგოთ, რომ სიარული არ გაგიჭირდეთ. სანაპირო ზოლს საცალფეხო ბილიკი მიუყვება, თუმცა შეგიძლიათ ამ ბილიკს გადაუხვიოთ და ულამაზესი გორაკებიც მოინახულოთ. შეგიძლიათ მთელი მარშრუტი დაახლოებით ექვს საათში გაიაროთ.

თუ ფიქრობთ, რომ ფეხით გადაადგილება გაგიჭირდებათ, მაშინ გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ ბორანს, რომელიც სოფლიდან სოფელში თქვენ გადაყვანას უზრუნველყოფს, თან ზღვის საოცარი ხედებით დატკბებით, შეხვდებით მეთევზეებს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნავის დაქირავება, ან გემით გასეირნება სანაპიროს გასწვრივ, რაც 20-35 ევრო დაგიჯდებათ.

CC BY 2.0 / Richard Mortel / Cinque Terre landscapeჩინკვე-ტერე, იტალია
ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება - Sputnik საქართველო
ჩინკვე-ტერე, იტალია

გადაადგილების ყველაზე მარტივი და იაფი საშუალებაა მატარებელი, რომელიც სადგურიდან ყოველდღიურად რამდენიმე წუთში ერთხელ გადის. ბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის ოთხი ევროა, ხოლო 12 წლამდე ბავშვებისთვის - ორი ევრო.

ჩინკვე-ტერეს გარშემო არის რამდენიმე ეკლესია და არქიტექტურული ძეგლი, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ. ულამაზესი სანახავია სანტა მარგარიტა და ანტიოქიის ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფელ ვერნაზაში, სანაპიროზე. ასევე სან-ფრანჩესკოს ცნობილი ეკლესია მონტეროსო ალ მარში.

CC BY 2.0 / Joseph HunkinsFollow / Cinque Terre Italyჩინკვე-ტერე, იტალია
ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება - Sputnik საქართველო
ჩინკვე-ტერე, იტალია

სოფლების უკან მდებარე ბორცვებზე ვენახებია გაშენებული. აქ რამდენიმე ღვინის ქარხანასაც შეხვდებით, სადაც იტალიური ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ. ჩინკვე-ტერე განთქმულია ზეთისხილის ბაღებით, ზღვის პროდუქტებით, უგემრიელესი თევზეულით, ამიტომ ამ უკანასკნელის დაგემოვნების გარეშე ნუ დატოვებთ სანაპირო ზოლს.

© photo: Pixabay / Michelleraponiჩინკვე-ტერე, იტალია
ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება - Sputnik საქართველო
ჩინკვე-ტერე, იტალია

გირჩევთ ამ შთამბეჭდავ ადგილს ადრე გაზაფხულზე, აპრილში ან გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში ეწვიოთ, რადგან ამ დროს ყველაზე ნაკლები ტურისტია და ფასები არც ისე მაღალია. ყველაზე ხალხმრავალი მაისი-ივნისის პერიოდია. თუ ზამთრის პერიოდში, ან წვიმიან ამინდში ესტუმრებით სანაპირო ზოლს, გაითვალისწინეთ, რომ ბილიკები მეწყერსაშიშია. ამიტომ სანამ ჩინკვე-ტერეზე მოგზაურობას გადაწყვეტთ, საგულდაგულოდ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი.

CC BY 2.0 / Frédérique Voisin-Demery / Arrivée à Portovenereჩინკვე-ტერე, იტალია
ვირტუალური ტური იტალიის ზღაპრულ სანაპიროზე: ჩინკვე-ტერე - ადგილი, სადაც ოცნებები ხდება - Sputnik საქართველო
ჩინკვე-ტერე, იტალია

იტალიის სხვა მხარეების მსგავსად, ჩინკვე-ტერე ძალიან უსაფრთხო ადგილია. ერთადერთი, უნდა უფრთხილდეთ ჯიბის ქურდებს, ისინი ჩვეულებრივ ტრიალებენ ძალიან ხალხმრავალ ადგილებში. ასე რომ, ყოველთვის საგულდაგულოდ შეინახეთ ძვირფასეულობა და საფულე.

ვიმედოვნებთ, სასაიმოვნო იყო ჩვენთან ერთად მოგზაურობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0