რას მოუტანს საქართველოს TB Berlin გამოფენის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი

© press-service of the Georgian National Tourism Administrationმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატუსი მთელ მსოფლიოს უგზავნის შეტყობინებას, რომ საქართველო საინტერესო და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, მიიჩნევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველო 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის - ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას ქვეყანაში 130%-მდე გაზრდის, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ITB Berlin – უმნიშვნელოვანესი ტურისტული ფორუმია. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება გერმანიის დედაქალაქში, უდიდესი საგამოფენო კომპლექსის - „მესე ბერლინის“ ტერიტორიაზე. გამოფენის სტენდებსა და დარბაზებში წარმოდგენილი არიან ტურისტული ოპერატორები, დაჯავშნის სისტემები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ობიექტები, ავტოტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ტურისტული მომსახურებები.

ბათუმი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა ისრაელში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს

„ის ფაქტი, რომ საქართველომ უამრავ ქვეყანას შორის გაიმარჯვა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე მოიპოვა მასპინძელი ქვეყნის სტატუსი - ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისათვის არის აბსოლუტურად ახალი ერა და ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის... სხვა ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმის კუთხით სტატისტიკურად 130 %-ით გაიზრდება“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოს კერძო სექტორს, რომელიც ყოველწიურად სტუმრობს გამოფენას, შესაძლებლობა ექნება, საგრძნობლად გაზარდოს ბიზნესოპერირება და მიიღოს კიდევ უფრო მეტი ფინანსური სარგებელი ტურიზმის ინდუსტრიიდან.

ეს გამოფენა მთელ მსოფლიოს უგზავნის შეტყობინებას, რომ საქართველო საინტერესო და ახალი, მრავალფეროვანი, მიმზიდველი და სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა.

„WOW ეფექტი გარანტირებულია“: თბილისი ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სამეულშია >>

როგორც მასპინძელი ქვეყანა, საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო-საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედიამომსახურება, 3 200 000 ევროს ღირებულების ტელე- და რადიო დაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში.

კონკურსში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის.

ტურისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საქართველოს მორიგი რეკორდი: ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება

2019 წლის აპრილში საქართველოში შედგა ITB Berlin-ის ხელმძღვანელების ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ადგილზე შეფასდა ტურისტული პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად უდგება ტურიზმის განვითარებას და მისთვის ტურიზმის ინდუსტრია პრიორიტეტული დარგია.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ბერლინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ნათქვამია განცხადებაში.

ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

ITB Berlin-ს 2007 წლიდან 15-მა ქვეყანამ უმასპინძლა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ მიდის

2020 წლის  გამოფენა 4-8 მარტს გაიმართება. ITB Berlin-ის გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზეც აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, მოწმდება კვების ობიექტები, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალისა და გიდების მომზადება/გადამზადება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,4%-ით მეტია.

2019 წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 9,3 მილიონს (ზრდა 7,1%).

ყველა ახალი ამბავი
0