მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა

© Facebook / Government of Ajaraკურორტი გოდერძი
კურორტი გოდერძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება აჭარას ოთხივე სეზონზე მიმზიდველს გახდის, დარწმუნებულნი არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტორების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

გასულ წელს აჭარის ოჯახური ტიპის სასტუმროებს, ასევე კვების ობიექტებსა და ტურისტულ ადგილებს 238,6 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია.

ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე, რაც 2018 წელთან შედარებით 137%-ით მეტია. შემდეგ მოდის ქედა (+57%) , ხელვაჩაური (+94%), ხულო (+61%) და შუახევი (+30%).

ზამთარი ფშავში - Sputnik საქართველო
„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში

„სასიხარულოა, რომ მოგზაურთა რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში გაიზარდა როგორც ტურისტულ მარშრუტებზე, ისე ოჯახური ტიპის სასტუმროებში, კვების ობიექტებში, მუზეუმებში, ღვინის მარნებში და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებში. ეს დამატებით მოტივაციას აძლევს სოფლად ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს განავითარონ არსებული სერვისები და ტურისტული ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში 15 მარკირებული მარშრუტი მოქმედებს. დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს და რეგიონის სტუმრებს სულ უფრო მეტი ახალი ტურისტული პროდუქტი შესთავაზოს.

„სწორედ რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება მოგვცემს საშუალებას აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი გავხადოთ“, - განაცხადა ზოიძემ.

გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის კურორტების მიმართულებით ავსტრიული კომპანია იფრენს >>

აჭარაში ტურისტებს შეუძლიათ არამარტო ულამაზესი პეიზაჟებით დატკბნენ, არამედ ისწავლონ სხვადასხვა ქართული კერძის მომზადება ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან, გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს და დასვენება დაუვიწყარი გახადონ.

ყველა ახალი ამბავი
0