ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტებს ზამთარში სვანეთში ეპატიჟება

© Government of Georgiaთეთნულდი
თეთნულდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ მესტიაში შედგა

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა სვანეთში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე ტურისტებს სვანეთში მოგზაურობისკენ მოუწოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
სეზონის გადასარჩენად: ბაკურიანში ხელოვნური თოვლი „მოვიდა“

მიმდინარე ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ მესტიაში შედგა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკოორდინაციო შეხვედრაზე საუბარი იყო წყალმომარაგების, გზების, პარკინგისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხებზე.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით საკოორდინაციო ჯგუფი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამუშაო შეხვედრებს. მოვინახულეთ სათხილამურო ტრასები, ვნახეთ საკმაოდ ბევრი საერთაშორისო და შიდა ტურისტი. იქიდან გამომდინარე, რომ სამთო-სათხილამურო ტრასები გამართულია და თოვლიც გვაქვს, მოვუწოდებ ყველა ტურისტს, იმოგზაუროს სვანეთში ზამთრის სეზონზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი არ ჩავარდნილა >>

სვანეთის ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტია თეთნულდი, ის გუდაურის შემდეგ მეორეა სიდიდით. ჰაწვალი მესტიიდან რვა კილომეტრში მდებარეობს და ყველაზე ახალგაზრდა სათხილამურო კურორტია საქართველოში – ფუნქციონირებს 2011 წლიდან.

ყველა ახალი ამბავი
0