გუდაურში ფასდაკლების კვირეული იწყება

© photo: TBC bank / FBგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პერიოდულად ეწყობა ფასდაკლების კვირეულები, რაც ადგილობრივი სასტუმროების პოპულარიზაციას ემსახურება

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, გუდაურში ფასდაკლების კვირეულს (Discount Week) ჩაატარებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი არ ჩავარდნილა >>

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მშენებლობა იგეგმება

აქციის ფარგლებში ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებით სასტუმროებში განთავსებაზე. ამ აქციით საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მოგზაურების და ტურისტების მოზიდვას ცდილობს.

აქციაში მონაწილეობა შეუძლია გუდაურში მდებარე ყველა სასტუმროს, რომელსაც 10 ან მეტი გასაქირავებელი ოთახი გააჩნია და ვიზიტორებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლების შეთავაზება შეუძლია. ფასდაკლების კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საქართველოში სამთო-სათხილამურო სეზონის დასაწყისი თოვლის არარსებობისა და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წარუმატებელი გამოდგა როგორც ტურისტებისთვის, ისე სასტუმროების მფლობელთათვის. წყალმომარაგების პრობლემების გამო დამსვენებლებმა კურორტის დატოვება დაიწყეს, ხოლო სასტუმროების და რესტორნების მფლობელები კლიენტების სიმცირეს უჩიოდნენ. ამჟამად წყლის მიწოდება კურორტზე აღდგა.

ყველა ახალი ამბავი
0