00:42 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ტურისტები თბილისში

რუსი ტურისტების რიცხვი ოქტომბერში 26%-ით შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (162)
52 0 0

მიმდინარე წლის შემოსავლებმა იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 118,2 ათასი ვიზიტი განახორციელებს, რაც 15,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 79,4 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 26,2%-ით ნაკლებია.

2019 წლის ათ თვეში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 1,3 მილიონ ადამიანზე მეტი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 984,5 ათასი იყო (ზრდა 1,9%).

„მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა და ძლიერდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ საქართველოს მთავრობის ყოველდღიური სამუშაო იყო – მინიმუმამდე დასულიყო ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორს და მთლიანად ქვეყანას მიადგა", – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოში პირველად 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ რვა მილიონს გადააჭარბა (ზრდა +6,8%). საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 6,6 მილიონზე მეტი (ზრდა +6,2%), ხოლო ტურისტული ვიზიტების – 4,4 მილიონზე მეტი (ზრდა +6%).

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს უცხოელები ეწვივნენ 782,6 ათასჯერ, რაც 8,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 665 ათას ადამიანს მიაღწია, რაც ასევე 8,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 438,8 ათასს მიაღწია, რაც 7,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა სომხეთიდან (+12,7%), აზერბაიჯანიდან (+7,7%), რუსეთიდან (–15,2%) და თურქეთიდან (+16,9%).

შემოსავლები ტურიზმიდან

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან საქართველოში შეადგინა 2,8 მილიარდი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25 მილიონით მეტია (ზრდა +0,9%).

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა იკლო, ხოლო ქუთაისის აეროპორტში - მოიმატა>>

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლებმა საერთაშორისო ტურისტებიდან 267 მლნ დოლარი შეადგინა (ზრდა +5,2%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13 მილიონით მეტია.

ტურიზმის წილი ქვეყნის მშპ-ში, 2019 წლის პირველი-მეორე კვარტლების მონაცემებით, 7,7%-ს შეადგენს (ზრდა +19,7%).

თემები:
ტურიზმი საქართველოში (162)

მთავარი თემები