სექტემბერში რუსი ტურისტების რაოდენობა 30%-ით შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ჟინვალის წყალსაცავთან
ტურისტები ჟინვალის წყალსაცავთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს საქართველოში ტურისტების საერთო რიცხვი პროგნოზებს ჩამორჩება

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა სექტემბერში თითქმის 30%-ით შემცირდა და 105,5 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენდა, იუწყება Новости-Грузия ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
როდის განახლდება რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები?

სექტემბერში ასევე რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება შეინიშნებოდა. გასულ თვეში, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა 20,6% -ით და 147,4 ათას ადამიანს შეადგენდა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მიმდინარე წლის სექტემბერში დაფიქსირდა 917 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი, რაც 2,8% -ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასულ თვეში ტურისტული ვიზიტები გაიზარდა 0,6%-ით და მათი რიცხვი 539,5 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენდა.

„2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული მონაცემები კვლავ ჩამორჩება იმ პროგნოზებს, რომლებიც ბოლო წლებში მაღალი ზრდის დინამიკის ფონზე არსებობდა საქართველოს ტურიზმის სექტორში“, - აცხადებენ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებმა 7,2 მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, რაც 6,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
შიდა ტურიზმი საქართველოში: სად და რა მიზნით მოგზაურობენ ქართველები

ტურიზმით მიღებული შემოსავლები

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 2,2 მილიარდი დოლარია, რაც 0,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 396 მილიონი აშშ დოლარია, რაც 10,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 578 მილიონი აშშ დოლარი (ზრდა + 5%). ტურიზმის წილი ქვეყნის მშპ-ში 7,1%-ს აღწევს.

საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 8 ივლისიდან საქართველო-რუსეთს შორის ავიმიმოსვლის შეჩერების შემდეგ შემცირდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასეთი გადაწყვეტილება თბილისში ანტირუსული აქციების ფონზე მიიღო.

„ამ ფრენებს, ალბათ, დავაბრუნებდი" – ლავროვი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე >>

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ფრენებს საქართველოში, „ალბათ, დააბრუნებდა“ და რომ „ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც ქართული მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ პროვოკაციის კონტრპროდუქტიული ხასიათი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომაზე".

20 ივნისიდან, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თბილისი აქციების ტალღამ მოიცვა. საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0