საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

გამოწერა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა UNWTO-ს გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის დამსახურებით გაიმართება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველო 2020 წლის ივნისში პირველად მიიღებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სხდომას, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია: დარგის შემოსავლები შემცირდა

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები მადრიდში ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლკაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, ესპანეთში საქართველოს ელჩმა ილია გიორგაძემ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქრისტინე ძიძიგურმა განიხილეს.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს საქართველო.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ესპანეთის ტურიზმის მინისტრს, ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს. მისი შუამდგომლობა ესპანურმა მხარემ გაითვალისწინა და საქართველოს შესაძლებლობა მიეცა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლოს", – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დაახლოებით 40 მინისტრი და 300 დელეგატი ეწვევა. სტუმრებს შორის იქნებიან სხვადასხვა კომპანიებისა და კორპორაციების ხელმძღვანელები, მათ შორის ინვესტორები.

ტურისტები გერგეტის სამებასთან - Sputnik საქართველო
საქართველომ ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 68-ე ადგილი დაიკავა

„კარგი იქნება, თუ ჩვენ სხვა ქვეყნების მინისტრებსაც დავპატიჟებთ, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები. მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე, ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, რომ ეს ღონისძიება საქართველოში ჩატარებულიყო. ვფიქრობ, ეს კარგი საშუალებაა საქართველოსთვის, რომ ერთად ვუმასპიძლოთ მსოფლიოს მინისტრებს და ვაჩვენოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი", – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. საბჭო იხილავს ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წელს აირჩიეს. მისი უფლებამოსილება 2018-2021 წლებს მოიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0