ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული ქართველი ფიზიკოსი ედიშერ ცხადაძე უკვე 20 წელია რომში მდებარე იტალიის ბირთვული კვლევის ნაციონალურ ინსტიტუტთან (INFN) თანამშრომლობს. ამ დროის მანძილზე ის იტალიელ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს.

ბატონი ედიშერი კარგად იცნობს იტალიის სხვადასხვა ქალაქში არსებულ თითქმის ყველა ისტორიულ-კულტურულ ადგილს. საქართველოდან იტალიაში ჩასული ტურისტებისთვის საინტერესო და საჭირო წიგნებიც აქვს დაწერილი, რომლებიც მეგზურობას უწევენ ქართველ მოგზაურებს. ის ჩვენ მკითხველსაც გაუწევს მეგზურობას და იმ მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს, ვინც იტალიას ეწვევა.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

- ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, ვარ ფიზიკოსი და ვმუშაობ ჯერ კიდევ ბავშვობაში არჩეული სპეციალობით. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე მიწევს სხვადასხვა ქვეყნებში სამეცნიერო მივლინენებში სიარული, რაც ასევე ჩემ ბავშვობის ოცნებებს კარგად მოერგო. ვერ ვიტყვი, რომ სულ დალხინებული საქმიანობა მქონდა, მაგრამ ბედს მაინც ვუმადლი ცხოვრების ამგვარად წარმართვისათვის.

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

- ძალიან მრავალფეროვანი ბიოგრაფია გაქვთ. ჩვენი რუბრიკიდან გამომდინარე დღეს მოგზაურობაზე ვისაუბრებთ. არ მეგულება ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ იზიდავს. რა როლს თამაშობს მოგზაურობა ადამიანის ცხოვრებაში?

- გააჩნია რას დავარქმევთ მოგზაურობას. არ ვთვლი, რომ კაცმა იმოგზაურა, თუ მან ახალი ემოცია არ მიიღო. წავიდა, სადღაც იყო, დაბრუნდა – ეს მგზავრობაა. უნდა არსებობდეს ემოციური შთაბეჭდილების ფაქტორიც. აი, თუ ამის მიხედვით წარვმართავთ ჩვენ ვიზიტს ახალ ადგილზე, შესაძლოა, დაღლილიც კი არ დავბრუნდეთ.

მოგზაურობის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია, ერთფეროვანია, დამღლელია. მოგზაურობის როლი ადამიანის ცხოვრებაში – ეს არის დასვენება, ახალი ემოციური და ფიზიკური ენერგიის მიღება, კოლექტივში ჩართულობა, მეტი განათლება, შესაბამისად, მეტი თავისუფლება.   

რატომღაც ისე გამოდის, რომ სხვაგან უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენ გვერდით. ავიღოთ წიგნის კითხვის მაგალითი: ყოველთვის უფრო საინტერესო გვეჩვენება ნაწარმოები, რომელშიც სიუჟეტი სადმე სხვაგან ვითარდება, ვიდრე ჩვენ გვერდით მომხდარი მოვლენების აღმწერი მონათხრობი. ახალი ადგილი ახალი ემოციაა, რომელიც ძველ ადგილზე შექმნილ სირთულეებს გვავიწყებს. ამით მინდა ვთქვა, რომ მოგზაურობა – ეს განტვირთვაა.

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

- თქვენზე რა გავლენა მოახდინა უცხო ქვეყნებში მოგზაურობამ?

- სანამ წასვლის საშუალება მომეცემოდა, უცხო ქვეყნებს წიგნების საშუალებით ვიცნობდი. არ იყო მარტივი წინასწარ სწორი შთაბეჭდილების შემუშავება. საბჭოთა ცენზურა ატარებდა მარტო დასავლეთის მაკრიტიკებელ ავტორებს. ბევრი თანამედროვე ავტორი „გადამოწმდა“ და კმაყოფილი დავრჩი, რომ სტრიქონებს შორისი ინფორმაციით საჭირო ცოდნა მიღებული მქონია. შემდეგ კი სწორედ სხვა ქვეყნებში მიღებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს უნდა ვუმადლოდე როგორც პროფესიონალურ ზრდას, ასევე პიროვნულ ჩამოყალიბებას. ახალგაზრდობაში ჯერ საქართველოს მასშტაბში ლაშქრობებით ვიყავი შემოფარგლული, მოსკოვში წასვლა იყო პირველი დიდი ემოცია – როცა აღმოვჩნდი სხვა ხალხის გარემოცვაში, სხვა სოციალურ კულტურაში. შემდეგ დიდხანს მომიწია რუსეთში ცხოვრება და პირველი შთაბეჭდილება, რომ რუსეთი არის სხვა, ძალიან დამეხმარა ცხოვრების დაგეგმვაში.

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

- თქვენი პირველი ვოიაჟი გაიხსენეთ...

- პირველი საზღვარგარეთის ვიზიტი კი იყო პრაღაში. წარმოგიდგენიათ, რა შთაბეჭდილებებით დავიტვირთე?!. სწორედ შთაბეჭდილებებით, ვინაიდან ლუდს სათოფედ ვერ ვეკარები. ამიტომაც ერთი თვის განმავლობაში ქალაქი კარგად დავათვალიერე. იქ დავაფიქსირე, რომ მიუხედავად კომუნისტური რეჟიმისა, ცხოვრების დონე მაშინდელ დაქცეულ საბჭოთა კავშირთან შედარებით განუსაზღვრელად მაღალი იყო. რა თქმა უნდა, საჭირო დასკვნები გავაკეთე ამ მხრივ. მახსოვს, როგორი ინტერესით ვათვალიერებდი ქალაქს. ტურისტებისთვის პოპულარული ადგილების გარდა გავიარე საცხოვრებელ მასივებში, ეზოებშიც შევიჭყიტე. ურბანული წესრიგი – ეს იყო პრაღაში სილამაზის გარდა მიღებული თანმხლები შთაბეჭდილების ძირითადი ხაზი. პირველ ვოიაჟებში ხომ ყველაფერს ადარებ იმას, რაც გაქვს. აღმოჩენილი განსხვავებებიც რა მრავლისმთქმელი იყო...

შემდეგ იყო შვეიცარია, საფრანგეთი, იაპონია...

© Photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

- იტალიაში როდის და რა მიზნით წახვედით საცხოვრებლად?

- იტალიაში ფიზიკის საქმეებთან დაკავშირებით მოვხვდი ოციოდე წლის წინ, ანუ ლაბორატორიაში სამუშაოდ. ეს არ იყო საცხოვრებლად გადაბარგება. ახლაც ამ სტატუსით ვარ. მთავარია, რომ მე მოვახერხე და სამეცნიერო საქმეები შევუთავსე ამ ქვეყნის გაცნობას. აბა, ვის არ აინტერესებს იტალია – ჯერ მარტო წიგნებიდან და ფილმებიდან იმხელა ინტერესი იყო დაგროვილი...

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

- არ გაგიჭირდათ სამშობლოსგან მოშორებით ცხოვრება? როგორი იყო თქვენი იტალიაში ცხოვრების პირველი ეტაპები?

- ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა ის გამოიწვია, რომ სწორედ სამშობლოდან მოშორებით უფრო მარტივი გამოდგა ცხოვრება, ვიდრე ადგილზე, სახლში. ეკონომიკური ფაქტორი მაქვს მხედველობაში. ოჯახით უკვე რუსეთში, ფიზიკოსების ქალაქ დუბნაში ვიყავი გადაბარგებული. ეს რაღაც პოლიტიკურ-სამეცნიერო ოაზისი იყო, ვინაიდან კვლევითი ინსტიტუტი საერთაშორისო სტატუსით იყო და ქვეყნის დანგრევამ სხვა ადგილებთან შედარებით მსუბუქად გადაიარა. იტალიაში ჩამოსვლამდე დიდი გამოცდილება მქონდა უკვე შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში ცხოვრების, სხვა ქვეყნებში მოკლევადიანი სამუშაო თუ სამოგზაურო ვიზიტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე რომ, გადასვლის ემოცია ნაკლებად მგრძნობიარე იყო და პირდაპირ „საქმეებს შევუდექი“. პირველ ეტაპზე უკვე სხვა წყაროებიდან „ნაცნობი“ ადგილების მონახულება იყო მთავარი. რაღაც უსაზღვროდ მაღალი ტემპი ავიღე და რომი და უახლოესი მიდამოები მოვიარე. ეს დაახლოებით ახლანდელი ორდღიანი ტურისტების მაგვარი მოგზაურობები იყო. ამის შემდეგ კი, როცა ერთგვარი სტაბილურობის ეტაპი დადგა, შევუდექი იმას, რასაც მე ვეძახი მოგზაურობას – წინასწარ შესწავლა იმ ადგილისა, სადაც მივდივარ. გამგზავრება და მაქსიმალური ინტერესით ყველა საინტერესო ადგილის და ადგილობრივი კულტურის გაცნობა. ეს ყველაფერი შემდგომში ჩემ წიგნებში აისახა სათანადოდ.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

- ვიცი, რომ ამოუწურავი თემაა, მაგრამ იქნებ მოკლედ მოგვიყვეთ იტალიის, მისი კულტურის, ტრადიციების შესახებ...

- ის, რომ იტალიური ურთიერთობები ზოგადად ჰგავს ქართულს, ახალი თემა არ არის. ამაში დავრწმუნდი. ზოგადად, საერთო იტალიურზე ვერ ვილაპარაკებთ – ქვეყანა 20 პროვინციისგან შედგება და ტრადიციები ყველგან იმდენად ადგილობრივია, რომ ჩვენებურ, მაგალითად, კახურ-იმერულ განსხვავებებს სულ დაგვავიწყებს. მეგობრებთან საუბრებიდან რეგიონის დამახასიათებელი სახუმარო ზოგადობებიც დავიჭირე. მაგალითად, მერკელები სიძუნწის ანეკდოტების გმირები არიან. ასეთები ბევრია.

ერთი თემა მინდა წამოვწიო. ამგვარი რამ ჩვენთანაც არის, მაგრამ იშვიათია, და კარგი იქნებოდა ამ ტრადიციის ფართოდ დანერგვა, არსებულის განვითარება. იტალიის თითქმის ყოველ ქალაქს თუ სოფელს აქვს ადგილობრივი ზეიმი – დღე, როცა თავს ახსენებენ მეზობელ სოფლებს და იწვევენ სტუმრებს. თუ ეს ისტორიულ-რელიგიურად ცნობილ მოვლენას ან ადგილს ემთხვევა, უფრო კარგი. ამის ერთი მაგალითია ადგილის მფარველი წმინდანის დღე. ხდება საზეიმო რელიგიური მსვლელობა, კოსტუმირებული, რიტუალური პროცესებით და ა.შ. სხვაგვარი ზეიმია ტრადიციული სპორტული შეჯიბრებები, ე.წ. პალიო – მოკლემანძილიანი დოღი, ერთმანეთს ქალაქის რაიონების მხედრები ეჯიბრებიან, ან სხვა ტიპის ისტორიულ თემაზე შერკინებები – მოისართა, შუბის მტყორცნელთა კონკურსები.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

აუცილებლად კოსტუმირებული, ისტორიული სიმბოლიკით. სპეციალური კომისია მოსახლეობის კოსტუმირებასაც კი აფასებს. ამ დროს უამრავი სტუმარი ჩამოდის, სასტუმრო-რესტორნული ბიზნესი ზენიტშია და ქალაქის სახელი გადის ტურისტულ სფეროში. უფრო მარტივი სახის ზეიმებიც არის. რაც მთავარია, უნდა დაკანონდეს ტრადიციულობა. მაგალითები ლაციოს რეგიონში, მარწყვის დღესასწაული ქალაქ ნემიში, კრემიანი ფუნთუშების დღე ქალაქ მარინოში, იგივე მარინოში ღვინის ფესტივალი (კულმინაციაა შუა საუკუნეების დროინდელი შადრევნის ღვინით აჩუხჩუხება), პოლენტას (სიმინდის ფაფა), კარჩოფის, სატაცურის მოსავლის ზეიმები შესაბამის მოსავლიან სოფლებში, რამდენიმე ადგილზე ვირებით დოღი იმართება. ორქიდეების ფესტივალია ქალაქში მონტე პორციო კატონე, პულჩინელას უზარმაზარი თოჯინის კრემაცია ხდება ზამთრის ფრასკატიში, ბევრი ქალაქი აწყობს ინფიორატას – ყვავილების ზეიმს, როცა ქუჩის სავალ ნაწილზე ყვავილების ფურცლების ულამაზესი „ხალიჩები“ იგება სხვადასხვანაირი ორნამენტებისა თუ ნახატების წარმოსახვით. ზეიმების სპეციალური სიაც კი არსებობს და მოცემული შაბათ-კვირა შეიძლება ამგვარ გართობაზე დავგეგმოთ. სტუმრისთვის გართობაა, ადგილობრივისთვის კი საგრძნობი შემოსავალი ვიზიტორებისგან – ხომ ნათელია, რა დატვირთვა ექნება ადგილობრივ კაფე-რესტორნებს. ჩვენთან დიდი ქალაქური ზეიმები თითზე ჩამოსათვლელია – მცხეთობა, თბილისობა, ქუთაისობა. აქაც რომ გაკეთდეს ქალაქის უბნებს შორის ისტორიულ-სპორტული პაექრობები (არა ფეხბურთ-კალათბურთი, არამედ ისტორიული სპორტული სანახაობები), კოსტუმირებული მონაწილეებით და მაყურებლებით), მაგალითად, ვთქვათ, დამკვიდრდეს დიღომ-ქალაქობის დღე. რა გასაქანია ამ მხრივ – დიღომი რამდენიმეა, მათ შორის უკვე რაღაც კონკურენცია შეიძლება ჩავაგდოთ, გავეჯიბროთ ერთმანეთს კულინარიულ, სპორტულ პაექრობებში, ურბანული მოწესრიგების დეტალებში. მოტივაციაც შესაძლებელია – გამარჯვებული უბნის პრემირება კეთილმოწყობის მიმართულების პრიორიტეტით შეგვიძლია.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

აღსანიშნავია, რომ იტალიის პატარა სოფლებში ამ ზეიმების დღეებში დამატებითი ავტობუსების მარშრუტები ინიშნება მეზობელი დიდი ქალაქებიდან.

რომში ყოველწლიერად შუა მარტში იმართება იულიუს კეისრის მკვლელობის თეატრალიზებული წარმოდგენა ღია ცის ქვეშ, ამ მკვლელობის ადგილზე. განა ცოტა გვაქვს ამ ტიპის წარმოსაჩენი ისტორიული ფაქტები, რომ ამგვარი ტრადიცია დავნერგოთ და ამით საკუთარი წარსულის ინტერესი გამოვაცოცხლოთ?

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

- აუცილებლად სანახავ ქალაქთა სიაში იტალიის რომელ ქალაქებს შეიტანდით და რატომ?

- ტურსააგენტოები სტანდარტულ „ჩამორბენებს“ გვთავაზობენ რომი–ფლორენცია–ვენეციის მარშრუტით. მე ვერ წარმომიდგენია ორ დღეში ამ ქალაქების დათვალიერება. ეს უფრო გაცნობაა შემდეგი მშვიდი ვოიაჟის მოსამზადებლად. თუ გვაქვს ეკონომიკური საშუალება, მოგზაურობა აუცილებლად გარკვეული ინტერესის მიხედვით უნდა დავგეგმოთ. იტალიის კოზირი ძირითადად ისტორიაში მოგზაურობაა. ჩვენგან ზღვაში საბანაოდ და რუჯის მისაღებად იტალიაში არ მიდიან. მაგრამ სხვა მხრივ შეიძლება გამოვყოთ ცნობილი მიმართულებები: ახალგაზრდა შეყვარებულებს ვენეცია და ვერონა იწვევს, ცენტრალურ იტალიაში კი ქალაქი ტერნი ჩაისმება მათთვის მარშრუტში წმინდა ვალენტინის ეკლესიისა და წმინდა ნაწილების მონახულებით. მილანი დიდი მრავალფეროვნებით ტურისტებისთვის ვერ დაიკვეხნის, მაგრამ საკათედრო ტაძარი და ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ აუცილებელი სანახავია. გენუა სახლების სილამაზით გაგვაოცებს. კინომანებს ვენეციის კინოფესტივალი უმასპინძლებს, თებერვალში კი იქ ვენეციური კარნავალის დღეებია და გადავიჭრებით შუა საუკუნეების ეპოქაში. ფლორენცია – იტალიის  მრავალფეროვანი სილამაზე აქ არის კომპაქტურად თავმოყრილი.  

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

პიზაში ჩასვლა და იქაური საოცრებების დათვალიერება ნახევარ დღეში შეგვიძლია ჩავატიოთ, ამიტომ ეს ვიზიტი ფლორენციაში ყოფნას უნდა შევუერთოთ.

ნეაპოლი, როგორც ქალაქი ხომ თავისთავად საინტერესო და ეგზოტიკურია. აქედან კი შეგვიძლია ვეწვიოთ პომპეის და ირაკლიონს, ვეზუვის კრატერს, გავისეირნოთ კუნძულებზე კაპრი და ისკია, სორენტოს სანაპიროზე, არც ამალფის სანაპიროს სილამაზეებია ნეაპოლიდან შორს.

ქართველი ემიგრაციის საყვარელი ქალაქი ბარი წმ. ნიკოლოზის ეკლესიით გვიწვევს. აქ ჩამოსული სტუმარი ალბერობეროში უნდა გაემგზავროს აუცილებლად. როგორც ვიცი, პილიგრიმული მოგზაურობა უკვე ორგანიზებულია და ჩვენი დარიგება არ სჭირდებათ.  

ჩემი წიგნი „იტალიის ქალაქები“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება – უკვე 20-მდე ქალაქია შესული მნიშვნელოვანი სავიზიტო ადგილების აღწერით. წიგნად ჯერ არ არის გამოცემული, მაგრამ მეგობრებს ცალკე თავების ფაილებს ვუგზავნი და, ასე ვთქვათ, „გზაზე ვაყენებ“. 

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

- როგორ უნდა დაგეგმოს ადამიანმა ტური, როცა იტალიაში მოგზაურობას აპირებს, რომელია აუცილებლად სანახავი ადგილები?

- უკვე საკმაოდ ხშირია საქართველოდან იტალიაში საქმიანი, რამდენიმედღიანი ვიზიტები. საკუთარი შთაბეჭდილებების გამდიდრების მიზნით ჩამოსული ტურისტებიც გამოჩნდნენ და არა მხოლოდ „ფეისბუქზე“ სტატუსის დასადებად გამიზნულები. ამ პერიოდში მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად არ უნდა დავიზაროთ და უნდა გავეცნოთ სავიზიტო ადგილებს წინასწარ, შევიმუშაოთ მარშრუტები. გულდასაწყვეტი იქნება, როცა გავიგებთ, რომ სადაც ვიყავით, იქ საინტერესო ადგილი ყოფილა თურმე და ჩვენ კი გვერდით ჩაგვიქროლია. ისევ მინდა გავიმეორო – ჯერ გავარკვიოთ რა გვაინტერესებს და შემდეგ დავგეგმოთ მარშრუტი. რომში რამდენიმე დღით ჩამოსულებს მე ვთავაზობ წინასწარ გაეცნონ ჩემ წიგნებს „რომი“, „რომის 55 მუზეუმი“. ეს მეგზურებია ქალაქის სანახავად, ვიზიტის დასაგეგმად და კიდევ იმის შესაცნობად, რამდენი რამ დაგრჩენიათ სანახავი, თუ მის გარეშე უკვე იმოგზაურეთ.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

რომში ჩამოსულებმა ძალიან მარტივად, ერთდღიანი გასვლებით უნდა გაიმრავალფეროვნონ ვიზიტი. უძველესი ისტორიის მოყვარულებს გაბნეული ეტრუსკული სამარხების ქსელი შეუძლიათ მოინახულონ, მაგალითად, ტარქვინიის და ჩერვეტერის ყორღანების ზონებში. ანტიკური იტალიის გასაცნობად რომი ხომ – თავისთავად. ასევე ტივოლიში ადრიანეს ვილა, რომის გარეუბანია ფაქტობრივად ოსტია ანტიკა. შადრევნებით შექმნილი სილამაზე ქალაქ ტივოლიში, ვილა დ’ესტეში შეგვიძლია ვიხილოთ, ან კიდევ ქალაქ ბანაიას ვილა ლანტეს ეზოში. თუ გვინდა შუა საუკუნეების ეპოქის ქალაქში ვისეირნოთ, გავემგზავროთ ვიტერბოში. ქალაქი „აჩრდილები“, რომლებიც შუა საუკუნეებიდან შემორჩენილან და მხოლოდ ტურისტებისთვისღა არსებობენ – კალკატა, ჩივიტა დი ბანორეჯო, ჩელენო.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeედიშერ ცხადაძე
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
ედიშერ ცხადაძე

იტალიის დამახასიათებელი სურათია მთის თხემზე შემოსკუპებული ძველი სოფელი ბორგო. ამგვარი სოფლების ცენტალურ უბანს აუცილებლად ახლავს შუა საუკუნეების დროინდელი ფეოდალური ციხე, საკათედრო ტაძარი და რამდენიმე ქუჩა ასევე ძველი, ქვით ნაგები სახლებით. ასეთ ბორგოში გასეირნება, იქაურ მყუდრო კაფეებში თუნდაც ფინჯანი ყავის დალევა კარგი გადართვაა დიდი ფუსფუსა ცხოვრებიდან სიმშვიდეში, თუნდაც ნახევარი დღით.  

ჩემი მესამე წიგნი „ლაციოს ქალაქები“ ამ რეგიონის 50 ულამაზესი ქალაქის აღწერას გთავაზობთ რომიდან ერთდღიანი ვიზიტის დასაგეგმად.

სამივე წიგნი იყიდება ელექტრონული ფორმით (lit.ge) და შეგიძლიათ ეს მეგზურები მობილურ ტელეფონებშიც კი განათავსოთ – სამგზავროდაც მოხერხებულია და ძილის წინ საკითხავადაც.  

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

- ტრანსფერი, შიდა გადაადგილება რამდენად გამართულია, რას ურჩევთ მოგზაურებს, როგორ გადაადგილდნენ ქალაქიდან ქალაქში?

- ტურიზმი იტალიის ეკონომიკის საგრძნობი ნაწილია, ამიტომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. საჭიროა გავეცნოთ ნიუანსებს და მოხერხებულადაც ვიმგზავრებთ და საკმაოდ ეკონომიურადაც. თუ მატარებლით დიდ მანძილებზე გადაადგილდებით, ბილეთი უნდა აიღოთ ადრე. ამ შემთხვევაში არის ფასდაკლებები. რომიდან ვენეციაში 80 ევროდაც შეგვიძლია წავიდეთ და 20 ევროდაც. ბილეთები შეგვიძლია წინასწარ ინტერნეტით ავიღოთ, მით უმეტეს, რომ იტალიაში სპონტანურად ცოტა ვინმე მიდის, ვიზიტი ხომ თვეობით ადრე იგეგმება. შიდა რეგიონული მგზავრობებისთვის არის ავტობუსების ქსელი, ესეც საკმაოდ განვრცობილია. ერთი გავითვალისწინოთ, რომ რეგიონული ტრანსპორტი კვირა დღეს ძალიან შემცირებულია, ასევე სამხრეთ იტალიაში შუადღის დიდი შესვენებებია და დროში შეზღუდულ სტუმრებს უხერხულობას უქმნის დაკეტილი კარები ეკლესიებსა თუ მაღაზიებში.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ქალაქების, ბორგოების მონახულებაზე. კვების სისტემა ყველგან მოწესრიგებულია და არ არის საჭირო საგზლის გამზადება – იაფი კაფეებიც უამრავია ყველგან და ძვირი რესტორნებიც.

ავტომობილების იჯარა ერთი შეხედვით ძვირად მოგვეჩვენება, მაგრამ 3-4-კაციან ჯგუფს ნაქირავები მანქანით მოგზაურობა ხარჯებსაც შეუმცირებს და კომფორტზე ხომ აღარ არის საუბარი. ამ სერვისისთვის უნდა ვიქონიოთ საერთაშორისო სტატუსის მართვის მოწმობა და საბანკო ანგარიში ნორმალური საბანკო ბარათით.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

- იტალიურ სამზარეულოზე რას გვეტყვით, რა უნდა გასინჯონ მოგზაურებმა აუცილებლად?

- გემრიელ კითხვაზე გემრიელი წიგნი მაქვს პასუხად. ჩემი წიგნი „იტალიური სამზარეულოს 155 რეცეპტი“ (ჯერ არ იყიდება, მაგრამ ფეისბუქ-გვერდი ძალიან პოპულარულია) აღწერს იტალიის სამზარეულოს ნიუანსებს, გვაცნობს რა როგორ მზადდება და რა ისტორია აქვს ამ კერძს. არაა აუცილებელი ეს ჩვენვე მოვამზადოთ, სტუმრად ან რესტორანში როცა წინასწარ გვაქვს ინფორმაცია კერძის შესახებ, ხომ უფრო მარტივია არჩევა და სასურველის დაგემოვნება.

რა უნდა გავსინჯოთ? ცხადია პიცა. აქ ვიყოთ ფრთხილად. დიდი ტურისტული წერტილის მახლობელ კაფეებში ხარისხი დაბალია. პიცა უნდა იყოს შეშის ღუმელში მომზადებული. ელექტროქურების პიცა ყველგან იყიდება და ნაჭრებადაც იყიდება, მაგრამ ეს დიდი სახელის იმიტაციაა. რესტორანში გავარკვიოთ, როგორი ღუმელი აქვთ და ისე მივუჯდეთ მაგიდას. მენიუში ყოველთვის მოცემულია პიცის სადების შემადგენლობა და ამგვარად უნდა ავირჩიოთ. პიცაზე იტალიელები ლუდის დალევას ამჯობინებენ.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

პასტა – ჩვენ რომ მაკარონს ვეძახით, ეს ხომ პასტის მხოლოდ ერთი სახეობაა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ პასტა არ არის გარნირი, ის ცალკე თეფშია და ყოველი დიასახლისისთვის თუ რესტორნისთვის განსაკუთრებით ორიგინალური. მე ძალიან „პატივს ვცემ“ ლაზანიას, კარბონარას, კანელონებს...

ზღვის პროდუქტები იტალიური სამზარეულოს დიდი ნაწილია. ჩვენთვის უცხოა და უნდა გავსინჯოთ რვაფეხებით, მიდიებით შეზავებული პასტები.

იტალიურ ღვინოს ხომ არ სჭირდება ცალკე წარდგენა.

© photo: courtesy of Edisher Tskhadadzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
ვირებით დოღი და ღვინის შადრევანი: ქართველი ფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი სხვა იტალია - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ, რომელიც მეგზურობას გაუწევს ქართველ მოგზაურებს?

- ჩემი გეგმა და ოცნებაა ეს ხუთივე წიგნი გამოიცეს ტრადიციული ბეჭდური სახით. რამდენიმე წლის წინ ვცადე, მაგრამ ვერ დავითანხმე გამომცემლები, ფერადი ილუსტრაციების ხარჯების გამო შეშინდნენ. როგორც მოგახსენეთ, სამი მათგანი იყიდება lit.ge ელექტრონული წიგნების პორტალზე. ორი წიგნი – „იტალიის ქალაქები“ და „სამზარეულოს რეცეპტები“ მზადდება. ელექტრონული გამოცემა იაფია, ფაქტობრივად 1 ფინჯანი ყავის ფასი აქვს წიგნს და არც ჩანთა სჭირდება მის ტარებას, მაგრამ იმ თაობას, რომელიც ტრადიციულ წიგნს არის მიჩვეული, უჭირს ამგვარ სერვისზე გადართვა. იტალიაში მოგზაურობის აღმწერი თემა ამოუწურავია და სადღაც უნდა გავჩერდე, იმედია, მიმდევრები გამოუჩნდება ამგვარ საქმიანობას, არა მარტო იტალიის მიმართულებაზე...

 

ყველა ახალი ამბავი
0