„ტავ ჯორჯია" თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლებას ვარაუდობს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო წელს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთნაკადი, სავარაუდოდ, 12-14 პროცენტით შემცირდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას" (TAV Georgia) გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ივლისის თვეში გვქონდა 14-პროცენტიანი კლება, აგვისტოში კლება უფრო მეტია. არ ვიცით, როგორი იქნება სექტემბერ-ოქტომბრის მონაცემები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ჯამში 12-14 პროცენტამდე კლება გვექნება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში", – აღნიშნა ზაქარაძემ.

„ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ავიამიმოსვლის აკრძალვამდე რუსეთის მიმართულებით კვირაში 144 რეისი სრულდებოდა.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთანაკადი 10%-ით შემცირდა

საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. 22 ივნისს კი იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აიკრძალა ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელებაც. მანამდე ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს რეკომენდაცია მიეცათ, არ გაყიდონ საქართველოში საგზურები.

რუსეთიდან საქართველოში ფრენებს ასრულებდნენ რუსული ავიაკომპანიები „ურალის ავიახაზები", „პობედა", „აეროფლოტი", S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia, ასევე ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines.

ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენების აკრძალვის გამო მილიონობით ზარალი ნახა>>

ფრენები ხორციელდებოდა მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, როსტოვიდან, ირკუტსკიდან, ულან-უდედან, ჩიტადან, პერმიდან, ეკატერინბურგიდან, კრასნოდარიდან, სოჭიდან, ნოვოსიბირსკიდან და ა.შ. ფრენები ასევე ხორციელდებოდა თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან.

ყველა ახალი ამბავი
0