რამდენად შემცირდა ივლისში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა

© photo: Sputnikსასაზღვრო-გამშვები პუნქტი
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთიდან საჰაერო ტრანსპორტით ჩამოსული ტურისტების შემცირების პარალელურად გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც სახმელეთო ტრანსპორტით ჩამოდიან.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ივლისში რუსმა მოგზაურებმა საქართველოს საზღვარი 196,2 ათასჯერ გადმოკვეთეს, რაც 11,4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნულია კვლევითი კომპანია TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს, შესაძლოა, 1 მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს>>>

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან აკრძალა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები, რუსმა ოპერატორებმა კი შეაჩერეს საქართველოს ტურების გაყიდვა.

ქართული ვალუტა – ლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი: რა გავლენა ექნება ტურისტების ნაკადის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე

კომპანიის მონაცემების თანახმად, აეროპორტების გავლით რუსი ტურისტების ნაკადის შემცირების პარალელურად გაიზარდა იმ მოგზაურთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით ჩამოდიან. მხოლოდ ივლისში ამ გზით საქართველოს 173,6 ათასზე მეტი რუსი ეწვია, მაშინ, როდესაც გასულ წელს საქართველოში სამოგზაუროდ ეს გზა 166,2 ათასმა ადამიანმა აირჩია. ზრდამ 4,5% შეადგინა.

რუსების ყველაზე დიდი რაოდენობა 64,5% საქართველოში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გავლით შემოვიდა, რუსეთის მოქალაქეების კიდევ 21,1% კი სომხეთიდან შემოვიდა.

რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიამიმოსვლისა და ტურების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ ხელისუფლებამ ტურისტული სეზონის ჩავარდნის შესახებ გააკეთა განცხადება, რადგან პირველ ექვს თვეში საქართველოში ტურისტების რიცხვით რუსეთი ლიდერობდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში აღნიშნეს, რომ რუსული სანქციების შემდეგ საქართველოში ზარალმა შეიძლება 2,1 მლრდ ლარს მიაღწიოს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე რუსეთიდან 1 მლნ ტურისტს დაკარგავს.

2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 3,2 მლრდ დოლარი, ვიზიტების რაოდენობამ კი 8,7 მილიონი შეადგინა, საიდანაც 1,4 მლნ ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 691,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს. 2019 წლის ივნისში კი აღნიშნული ვიზიტების რაოდენობამ 152,1 ათასი შეადგინა, რაც 30,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0