ევროკავშირი მესტიაში განვითარების ახალ პროექტებს წარადგენს

© photo : courtesy of Faig Huseynovსვანეთი. მთის ტბები
სვანეთი. მთის ტბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ.

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის წარდგენა გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების პოტენციალისა და პერსპექტივების შესახებ.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში კონფერენციაზე საქართველოს საინვესტიციო კლიმატი განიხილეს

გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვებით მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ავსტრიის ელჩი არად ბენკე, შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების დირექტორი ჰაინც ჰაბერტოიერი, „ქეა ავსტრიას“ ფინანსური დირექტორი რობერტ ვოლფსბერგერი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში GRETA-ს პროექტის ოფისიც გაიხსნება.

GRETA მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, აღნიშნულ სექტორებში განავითაროს მცირე და საშუალო საწარმოები.

ყველა ახალი ამბავი
0