22:21 18 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2178
  • 100 RUB4.5670
  • USD2.8687
მატარებელი „სომხეთი“

მატარებელი „სომხეთი“ ბათუმისკენ დაიძრა

© photo: Sputnik / Asatur Yesayants
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (109)
117 0 0

სომხეთის მოქალაქეები საქართველოში დასასვენებლად მატარებლით ჩამოვლენ

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ საფირმო სამგზავრო მატარებელი სახელწოდებით „სომხეთი“ 15 ივნისს 130 მგზავრით წელს პირველად გამოემართა ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტით, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

 „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ სამგზავრო გადაზიდვების დირექციის უფროსმა გაგიკ მოვსესიანმა უამბო ჟურნალისტებს, რომ მატარებელი გუშინ გაემგზავრა არმავირში - ლონდიცირების სისტემის შემოწმების მიზნით. გაირკვა, რომ ყველაფერი იდეალურ წესრიგშია და მგზავრობა დაიშვა. შაბათს 15:30 საათზე „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ საფირმო მატარებელი ადგილიდან დაიძრა.

Начальник Дирекции пассажирских перевозок ЮКЖД Гагик Мовсесян
Sputnik / Asatur Yesayants
 „სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ სამგზავრო გადაზიდვების დირექციის უფროსი გაგიკ მოვსესიანი

„მატარებლით მგზავრობა კომფორტულია. ყოველთვის შეგხვდება საინტერესო ადამიანი, დრო შეუმჩნევლად გადის“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მგზავრი.

მატარებელში მგზავრებს უმასპინძლდებიან ჩაით და მარმელადით. მუშაობს კონდიციონერი და უსადენო ინტერნეტი.

Пассажирка поезда Ереван-Батуми
Sputnik / Asatur Yesayants
მატარებლის მგზავრი

მოვსესიანის თქმით, უკვე გაყიდულია 1850 ბილეთი, თუმცა სეზონი ახლახან დაიწყო, შესაბამისად, მგზავრების ნაკადი გაიზრდება. მისი თქმით, შარშან 15 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე მატარებლით 53 ათასმა მგზავრმა იმოგზაურა.

Первый рейс поезда из Еревана в Батуми
Sputnik / Asatur Yesayants
„სამხრეთ-კავკასიური რკინიგზის“ საფირმო სამგზავრო მატარებელი „სომხეთი“

მატარებელი სახელწოდებით „სომხეთი“ ერევნიდან ბათუმამდე მანძილს 15 საათსა და 40 წუთში დაფარავს, ხოლო უკანა მიმართულებით - 15 საათსა და 45 წუთში. მისი ვაგონები სრულად შეესაბამება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უსაფრთხოების მოთხოვნებს. ვაგონებში არის უფასო Wi-Fi. ბილეთის ფასები ერთი მიმართულებით მერყეობს 9 730 დრამიდან (პლაცკარტის ვაგონში ზედა ადგილი) 25 420 დრამამდე (კუპე). ხუთ წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო ხუთ წელზე ზემოდ ასაკის ბავშვებისთვის 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (109)

მთავარი თემები