ნატახტრიდან ევროპაში – როგორ შეიძლება შეცვალოს თვითმფრინავმა ავტობუსი

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი ავიაკომპანია მგზავრების ნატახტრიდან ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავით გადაყვანის წინადადებით გამოდის.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ნატახტრის აეროდრომიდან ქუთაისის მიმართულებით, შესაძლოა, ავიარეისები დაინიშნოს, განაცხადა ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA-ს მაჟორიტარულმა აქციონერმა ამირან მანჯავიძემ პირველი არხის ეთერში.

ავიაკომპანია ამჟამად ნატახტრის აეროპორტიდან ავიარეისებს ასრულებს მესტიასა და ამბროლაურში.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ტურისტები საქართველოში

ტელეარხის ინფორმაციით, ავიაკომპანია ახალი ავიარეისების დანიშვნის თაობაზე უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ეს, შესაძლოა, პირველი პრეცედენტი გახდეს ე.წ. კოდ-შეარინგისა (შეთანხმება ავიაკომპანიებს შორის ერთი მარშრუტის რეისების ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ) ქვეყანაში.

„დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო ფრენები ქუთაისის მიმართულებით ძალიან ვითარდება და, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ეს ავიარეისი როგორც ჩამომსვლელი ტურისტებისთვის, რომ სწრაფად გადმოვიდნენ თბილისის მიმართულებით, ასევე თბილისიდან ქუთაისში წამსვლელი მგზავრებისთვის", – აღნიშნა მანჯავიძემ.

მისი თქმით, ამჟამად ქუთაისიდან საზღვარგარეთ წასვლის მსურველები იქ ავტომობილით ან ავტობუსით ჩადიან, რასაც დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველოში შიდა ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.

2018 წელს ქუთაისის აეროპორტი 617 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღეისათვის ყველაზე მაღალი გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს – 2018 წელს აღნიშნული აეროპორტით 3,8 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

გარდა ამისა, განიხილება ფრენების დაწყება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგიონის ქალაქებში. მოთხოვნაა სოჭის, ერევნის, ტრაპიზონის, ასევე რუსეთის ქალაქების მიმართულებით ფრენებზე. თუმცა, მანჯავიძის განცხადებით, ასეთი ახალი მიმართულებების გახსნა საკმაოდ დიდ ბიუროკრატიულ მუშაობას მოითხოვს, ამიტომ ამ რეისების დანიშვნა უფრო მომავალ წელს იქნება შესაძლებელი.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა>>

წლის დასაწყისიდან ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელების ვიზიტების რაოდენობამ თითქმის სამი მილიონი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითოეულ ასეთ შემთხვევას განიხილავს, როგორც ვიზიტს. ეს თითქმის 5,4%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0