ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გადაადგილებაზე აკრძალვის თარიღი გადაწიეს

© Sputnik / Olga Kiknavelidzeელექტრომობილები ბათუმის ბულვარში
ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში მოტოციკლების, კვადროციკლების და ელექტრომობილების მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ბათუმის საკრებულომ ბულვარში ტურისტული ელექტრომობილების გადაადგილებაზე აკრძალვის შემოღების თარიღი 1 დეკემბრისთვის გადაწია, ნათქვამია ქალაქის მერიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარა რეგიონის პოპულარიზაციისთვის 9 მილიონ ლარს დახარჯავს >>

აკრძალვის შემოღება 1 მაისიდან იგეგმებოდა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუთმო ტურისტული ელექტრომობილების მფლობელებს, რომლებიც ბულვარში ტურისტებს ასეირნებენ და ამით ირჩენენ თავს.

მაისის დასაწყისში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელექტრომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ველობილიკზე და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, დელფინარიუმის გასწვრივ. ამ შეთანხმების მიღწევას წინ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები უსწრებდა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი შეიქმნება

ბათუმის ხელისუფლებამ აკრძალვის შემოღება გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო გადაწყვიტა. გასული ზაფხულის სეზონზე 39 მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა.

დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, 1 დეკემბრიდან ბათუმის ბულვარზე, პარკებსა და სკვერებზე მოტოციკლებით, კვადროციკლებით და ელექტრომობილებით გადაადგილება აიკრძალება.

ბათუმის ბულვარი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა პარკია. დღეს ის პირობითად „ახალ“ და „ძველ“ ზონებად იყოფა. მისი სიგრძე 8 კილომეტრია და მომავალში ის კიდევ უფრო გრძელი გახდება.

ბულვარის ტერიტორიაზე უამრავი გასართობი ობიექტია - ბუნგალოები, კაფე-ბარები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები და მოცეკვავე შადრევნები.

ყველა ახალი ამბავი
0