21:42 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
ტურისტები ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან

ბოტანიკურ ბაღში „მწვანე გამოფენა“ იხსნება

© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (150)
103 0 0

ღონისძიების სტუმრები დაათვალიერებენ ეგზოტიკურ მცენარეებს და მათ შეძენას შეძლებენ

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თბილისის ბოტანიკურ ბაღში კვირას იხსნება რიგით მესამე გამოფენა GreenExpo, რომელიც მებაღეობას, ლანდშაფტურ დიზაინს და გამწვანებას ეძღვნება.

Подготовка в выставке GreenExpo
მზადება გამოფენისთვის GreenExpo

ტრადიციულად გამოფენა-გაყიდვა ბოტანიკური ბაღის ივენტ-სივრცეში (Event Square) გაიმართება.

GreenExpo მიზნად ისახავს საქართველოში მებაღეობის კულტურის განვითარებას და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების მხარდაჭერას.

Весна в ботаническом саду столицы Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
გაზაფხული ბოტანიკურ ბაღში

ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ტროპიკული მცენარეები, ღია გრუნტის მცენარეები, სეკულენტები და სხვადასხვა ნერგები. ასევე გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი ფლორისტების ნამუშევრები და გრინ-არტი.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი სამხრეთ კავკასიაში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბაღია. ის სოლოლაკის ქედის სამხრეთით მდინარე წავკისისწყლის ხეობაში მდებარეობს. XIX საუკუნემდე ამ ადგილს სამეფო ბაღს უწოდებდნენ და მისი ისტორია ასწლეულებს ითვლიდა.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც 1845 წელს სამეფო ბაღების ადგილას გაშენდა, ამჟამად ფართოდ არის წარმოდგენილი ქართული და მსოფლიო ფლორა.

Столица Грузии во время празднования Тбилисоба - выставка цветов в парке Рике и Зураб Шеварднадзе
© Sputnik / Alex Shlamov
„თბილისობა“ დედაქალაქში - ყვავილების გამოფენა რიყის პარკში და ზურაბ შევარდნაძე

„ვუზიარებთ ბუნების სიყვარულს 1636 წლიდან" — აღნიშნული სლოგანი 2016 წელს ბოტანიკური ბაღის 380 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეირჩა.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (150)

მთავარი თემები