დიპლომატებისთვის გუდაურში შეჯიბრება მოეწყო

© photo: Sputnikგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატებს შორის ტურნირის გამართვას საქართველოში გუდაურის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზების საშუალებად განიხილავენ.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აგრეთვე ქართველ დიპლომატებსა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის თანამშრომლებს შორის გუდაურში გაიმართა შეჯიბრებები სათხილამურო დისციპლინებში – DipSki2019, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ღონისძიება საქართველოს საგარეო უწყების ინიციატივით ჩატარდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, დიპლომატიური ტურნირი კარგი საშუალებაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის.

გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველო ზამთრის ოლიმპიადის ჩასატარებლად ემზადება

„ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საელჩოებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დავტკბეთ ამ სილამაზით, რასაც გუდაური ჰქვია; ეს არის ადგილი, რომელიც ზრდის ტურისტების რაოდენობას, იგი ხდება ძალიან პოპულარული ჩვენს უცხოელ პარტნიორებს შორის, ამიტომ ელჩების ჩართულობა, დიპლომატიური კორპუსის ხშირი მონაწილეობა მსგავსი სახის ტურნირებში ხელს უწყობს ამ მართლაც ულამაზესი კურორტის პოპულარიზაციას", – განაცხადა ზალკალიანმა.

ღონისძიება საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორები არიან საგარეო უწყება და მთის კურორტების განვითარების სააგენტო.

გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ზამთრის კურორტია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ და უცხოელ ტურისტებს შორის.

გუდაურში 22 სათხილამურო ტრასა და 16 საბაგირო გზაა.

გუდაურის გარდა, საქართველოში კიდევ სამი ძირითადი ზამთრის კურორტი ფუნქციონირებს – ბაკურიანი, მესტია და გოდერძი.

ყველა ახალი ამბავი
0