სალომე ზურაბიშვილი Air France-ის საინაუგურაციო რეისით იმგზავრებს

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკში Air France-ის სამგზავრო ლაინერები
 Air France-ის სამგზავრო ლაინერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია Air France საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air France-ის საინაუგურაციო რეისით იმგზავრებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავიაკომპანია ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს.

Airbus A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 20:10 საათზე დაეშვება.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტი კვლავ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ნუსხაში მოხვდა

აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

რეგულარულ ფრენებს პარიზი–თბილისის რეისით კვირაში ორჯერ – კვირას და ოთხშაბათს Airbus A320 და A321 მარკის საჰაერო ხომალდები განახორციელებენ. თბილისიდან საფრანგეთის დედაქალაქში ფრენები ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

შესაბამისი ნებართვა Air France-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიანიჭა. რეგულარული ფრენები 2019 წლის 23 ოქტომბრამდე განხორციელდება.

რეგულარულად, კვირაში ორჯერ ქვეყნებს შორის იფრენს აგრეთვე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways – Airzena.

დღეისთვის კომპანია Air France ფრენებს მსოფლიოს 92 ქვეყანაში ახორციელებს 195 მიმართულებით. კომპანიის ავიაპარკი სხვადასხვა ტიპის 212 საჰაერო ხომალდისგან, ქართული Airzena-ს ავიაპარკი კი სხვადასხვა ტიპის შვიდი ხომალდისგან შედგება. 

ყველა ახალი ამბავი
0