რა ვნახოთ ბარსელონაში და სად ვიშოპინგოთ იაფად

© photo: courtesy of Keti Kekeliaბარსელონა
ბარსელონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარსელონა ტურისტებისა და მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საოცნებო ქალაქია. შესაბამისად ბარსელონაში უამრავი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ელენე ხვედელიძე სწორედ ბარსელონაზე მოგვითხრობს და საინტერესო რჩევებს გაგვიზიარებს.

© photo: courtesy of Elene Khvedelidzeელენე ხვედელიძე
რა ვნახოთ ბარსელონაში და სად ვიშოპინგოთ იაფად - Sputnik საქართველო
ელენე ხვედელიძე

ბარსელონა

ბარსელონაზე ძალიან ბევრის წერენ. ყველამ ვიცით საგრადა, გუელი, რამბლა, ტიბიდაბო... მე შედარებით უცნობ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას.

პირველ რიგში, იმით დავიწყოთ, რომ ჩემი აზრით, საცხოვრებლად ბარსელონას ყველაზე ლამაზი უბანი მონჟუიკია, მოდით ჩვენებური მთაწმინდა დავარქვათ. ამ ქუჩიდან ულამაზესი ხედი იშლება. აქ სიმწვანე, სიმშვიდე და ძველებური შენობებია, ცენტრამდეც იოლად და სწრაფად მიხვალთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

იქვეა პობლე ესპანიოლ, პაწაწინა სოფელი ქვითკირის თეთრი სახლებით, ლურჯი სახურავებით, ფერადი დარაბებით და აივანზე გადმოკიდებული ყვავილებით. ფილმი „პარფიუმერის“ პირველი და ბოლო სცენა სწორედ ამ სოფლის მოედანზეა გადაღებული და ძალიან მისტიური ადგილია. ასევე ამ ადგილას ნახავთ ყველაზე ორიგინალურ სუვენირებს მთელს ბარსელონაში.

CC BY 2.0 / Flickr / Channy Yun / Palau de la Musica Catalanaკატალონიური მუსიკის სასახლე ბარსელონაში, ესპანეთი
რა ვნახოთ ბარსელონაში და სად ვიშოპინგოთ იაფად - Sputnik საქართველო
კატალონიური მუსიკის სასახლე ბარსელონაში, ესპანეთი

შოპინგი

ერთ–ერთი მთავარი სავაჭრო ცენტრი კატალონიაზე მდებარეობს. არ შეცდეთ და მთელი ფული იქ არ დახარჯოთ, თორემ ჩახვალთ პორტისკენ მდებარე სავაჭრო ცენტრთან და შემოიკრავთ თავში ხელს. მანამდე ფერადკანიანები შეგხვდებიან და „გუჩის“ ჩანთებს შემოგთავაზებენ. კარგი პატენტები აქვთ და რაც მთავარია, თუ დაღლით და ტვინს გაუბურღავთ, იმის მეოთხედ ფასად მოგყიდიან, რაც თავიდან გითხრეს.

და საერთოდ, თუ ბარსელონადან რომელიმე პროვინციაში მაგალითად იორე დე მარში მიდიხართ, საშოპინგო ფული იქაურობისთვის გადაინახეთ, განსაკუთრებით სუვენირებისთვის. ბარსელონაში ნაყიდების გადაყრა მოგინდებათ იქაურ არჩევანს და ფასებს რომ ნახავთ.

© Sputnik / STRINGERბარსელონა
რა ვნახოთ ბარსელონაში და სად ვიშოპინგოთ იაფად - Sputnik საქართველო
ბარსელონა

ნამდვილი ესპანური სული

წავედით პროვინციებში... ჩემი სული და გული დარჩა იქ და არა ბარსელონაში. ნამდვილ ესპანურ ტრადიციებს და ხასიათს მხოლოდ პროვინციებში შეიგრძნობთ და არა ტურისტებით გადაჭედილ ლა რამბლაზე. მულტფილმებში, რომ გინახავთ სწორედ ისეთი ხასხასა მინდვრები, ყვავილები, ხეები და უნაკლო სახლებია დამალულია ყვავებულ ეზოებში.   დაუჯერებლად ლამაზი ადგილია ტოსა დე მარის ციხესიმაგრე და საერთოდ მთლიანად ეს გზები პროვინციებს შორის. მოგინდებათ ყველა ხეს  გადაუღოთ სურათი.

ტრანსპორტი ბარსელონადან პირდაპირ მიდის, პლაზა კატალონიაზე გამუდმებით დგანან სარეისო ავტობუსები.

გართობის პიკია იორე დე მარი. ღამე არავის არ ძინავს, მართალია ძალიან „პაპსა“ სიტუაციაა, მაგრამ ზღვას, სანაპიროს და იქაურობას სიმსუბუქე ძალიან უხდება, ჩათვალეთ შაკირას მოძრაობებით იცეკვებთ.

© Sputnik / STRINGERბარსელონა
რა ვნახოთ ბარსელონაში და სად ვიშოპინგოთ იაფად - Sputnik საქართველო
ბარსელონა

ფლამენკო

ფლამენკო? ოოოუუ დიოს მიოს. ეს არის შოკი პიკი პანიკა. და თუ Castle medieval-ში წახვალთ და იქაურ ფლამინგოს დაესწრებით 100 ჯერ შოკი და პანიკაა. ბონუსად თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდების შოუსაც უყურებთ და ყვავილიც შეიძლება მოგართვას სენიორ რაინდმა. მოკლედ რა ცეცხლი, რა ენერგია, რა ვნება აქვთ - ვერ ვიტყვი, უნდა ნახოთ. უფრო სწორად ვიტყვი. კინაღამ გადამეკეტა ერთ მოცეკვავე ბიჭზე და ცეკვა, რომ შეწყვიტა მერე მივხვდი, რომ „მახინჯი“ იყო.

და ბოლოს ტარაგონა -პორტავენტურა და ფერარი ლენდი. 50 ევრო ღირს ერთი ადამიანი ერთი დღე - ულიმიტო პაკეტი და გარანტირებულად დაუვიწყარ დღეს გაატარებთ. პორტავენტურა მართლა მულტფილმის სამყაროს გავს და ყველაზე „დასტოინ” ადამიანებსაც აკარგვინებს დასტოინობას. ბონუსად მომსახურე პერსონალი - „ანტონიო ბანდერასი" ბიჭები არიან.

© photo: Casa Batlló - Gaudí Barcelona / FBბარსელონა
რა ვნახოთ ბარსელონაში და სად ვიშოპინგოთ იაფად - Sputnik საქართველო
ბარსელონა

საზოგადოება

ხალხი - ამ მხრივ ესპანეთი საოცარია. სადაც მიდიხარ, ისე გხვდებიან თითქოს გელოდებოდნენ როდის მიხვიდოდი. არავინ არსად არ ჩქარობს, არ ღელავს, არ ბრაზდება. ტრანკვილიზატორივით მოქმედებს ეს ყველაფერი და შენც ძალიან ბედნიერად და ლაღად გრძნობ თავს. ასე, რომ თუ არჩევანს ბარსელონაზე შეაჩერებთ არ ინანებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0