თბილისი ჟურნალ SKYLIFE-ის ყურადღების ცენტრში რვაგვერდიანი სტატიით

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატიაში აღწერილია საქართველოს დედაქალაქის ტურისტული ადგილები და გამოქვეყნებულია ძველი ქალაქის ულამაზესი სურათები

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისი საბორტო ჟურნალ Turkish airlines – skylife-ის ფურცლებზე მოხვდა, რომელიც 70 მილიონ მგზავრზეა გათვლილი, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

SKYLIFE-ის მარტის ნომერში დაიბეჭდა რვაგვერდიანი მასალა თბილისის შესახებ თურქულ და ინგლისურ ენაზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
„საკვირველი და დიდებული საქართველო" The Guardian-ის სტატიაში

„თბილისი უძველესი ისტორიის მქონე დედაქალაქია, რომელიც თავისი არქიტექტურით იყო და იქნება კავკასიის უძვირფასესი ნაწილი", – ნათქვამია სტატიაში.

მასალის ავტორმა გულდენ აქინჯიმ აღნიშნა, რომ თბილისში შესაძლებელია დროში მოგზაურობა და შეხება მრავალი ისტორიული პირის ნაკვალევთან, ესენია: თბილისის დამაარსებელი ვახტანგ გორგასალი, დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ფიდელ კასტრო, რომელმაც ფუნიკულიორზე ისადილა, მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც იმოგზაურა საქართველოში.

„თბილისი ქანდაკებების მუზეუმს მოგვაგონებს, ქალაქის ყოველი კუთხე დამშვენებულია ისტორიული პიროვნებების, მხატვრებისა თუ მწერლების ქანდაკებებით... მშვიდობის ხიდზე კი მოულოდნელად წარსულიდან მომავალში ვხვდებით", – წერს სტატიის ავტორი, რომელიც იმედოვნებს, რომ კიდევ მოხვდება საქართველოში.

სტატიაში მხატვრულადაა მოთხრობილი გოგირდის აბანოებზე, ეკლესიებზე, ქართულ სამზარეულოზე. ავტორმა განსაკუთრებით აღნიშნა მშვიდობის ხიდი, რომელიც რკინითა და მინით გაკეთებულ მწვანე დრაკონის ჩონჩხს შეადარა.

„სტუმარი სუფრასთან“ – National Geographic-მა საქართველოზე „გემრიელი“ სტატია „გამოაცხო“>>

სტატია დაიბეჭდა ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, თურქულ ავიახაზებთან თანამშრომლობით.

ყველა ახალი ამბავი
0