ბათუმი Airbnb-ს მსოფლიო ტრენდული ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვებ-გვერდის მომხმარებლებს შორის ბათუმზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ვებ-გვერდმა Airbnb, რომელზეც შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართის დაჯავშნა, ბათუმს მსოფლიოში ერთ-ერთი ტრენდული ქალაქი უწოდა, იუწყება „Sputnik–საქართველო" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტზე დაყრდნობით.

Airbnb-ს მონაცემების თანახმად, ბათუმზე სათავგადასავლო მიმართულების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა ესპანეთის, ბრაზილიის, იტალიის და შოტლანდიის ქალაქებთან ერთად. Airbnb-ი იუწყება, რომ აჭარა ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება.

 The Great Batumi Night Race მარათონი - Sputnik საქართველო
ბათუმი საქართველოს პირველი სპორტული ქალაქი გახდება

„საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის, რაც გამოწვეულია სანაპიროთი და წლის განმავლობაში შენარჩუნებული ზომიერი კლიმატით. 160 ათასი მოსახლით შავი ზღვის ეს კურორტი და საპორტო ქალაქი გამორჩეულია ღამის აქტიური ცხოვრებითა და ქალაქის ძველი უბნებით დროში სამოგზაუროდ, პლაჟებითა და ახლო მდებარე სათხილამურო კურორტით", – წერს Airbnb.

Airbnb-ს სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისიდან ბათუმში მატარებლით ათ დოლარად დაახლოებით ოთხ საათში ჩახვალთ.

„Airbnb მოგზაურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდია მსოფლიოში. მას 150 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბათუმზე მომხმარებელთა შორის მაღალი მოთხოვნაა. ჩვენ ქალაქზე მოთხოვნა საძიებო სისტემაში 200%-ით გაიზარდა", – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა სულხან ღლონტმა.

ასეთი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა აქტიური სარეკლამო კამპანიის წყალობით. მისი სიტყვებით, როდესაც აჭარის შესახებ ვიდეორგოლები გადის CNN-ზე, BBC-ზე, Deutsche Welle-ზე და Euronews-ზე, გასაკვირი არაა, რომ ქვეყანა ასეთ შედეგს იღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0