ვოლგოგრადი საქართველოს პირდაპირი ავიარეისით დაუკავშირდება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკში„ურალის ავიახაზების" თვითმფრინავი
„ურალის ავიახაზების თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ეტაპზე ფრენები კვირაში ერთხელ განხორციელდება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტი და ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები" 18 დეკემბერს ახალ რეგულარულ რეისს ხსნიან თბილისში, ნათქვამია აეროპორტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვოლგოგრადიდან პირდაპირი რეისით გამომგზავრება შესაძლებელია ყოველ სამშაბათს. ფრენის ხანგრძლივობაა 1 საათი და 40 წუთი.

ინდური ავიაკომპანია Indigo-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
Indigo საქართველოში იფრენს

ავიაკომპანია „ურალის ავიხაზებმა" პირდაპირი რესიების შესრულება ეკატერინბურგიდან თბილისში მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო. რეისები ხუთშაბათობითა და კვირაობით სრულდება.

ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები" სამგზავრო გადაზიდვების მოცულობის მიხედვით ერთ-ერთი წამყვანი რუსული ავიაკომპანიაა. 2017 წელს კომპანიამ 8 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ფრენების გეოგრაფია 200-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს. „ურალის ავიახაზების" საჰაერო ფლოტი ევროპული კონცერნ Airbus-ის 46 თვითმფრინავისგან შედგება.

ავიაკომპანია მრავალი საერთაშორისო და ეროვნული პრემიის ლაურეატია.

 

ყველა ახალი ამბავი
0