„მე აუცილებლად დავბრუნდები": რა მოეწონა ჯერემი კლარკსონს საქართველოში

© AP Photo / Miles Willisჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და კრისტიან ო ნელი
ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და კრისტიან ო ნელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი საავტომობილო ტელეგადაცემა Top Gear-ის ბრიტანელმა წამყვანებმა საქართველოში მოგზაურობა დაასრულეს.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ცნობილი ბრიტანული ტელეშოუ The Grand Tour-ის გადაღებები დასრულდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ჯერემი კლარკსონი და ჯეიმს მეი ქართული ჭაჭის დალევის შემდეგ>>>

რამდენიმე დღის განმავლობაში ქართველი ინტერნეტ-მომხმარებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ ლეგენდარული ბრიტანელი წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი ახალი გადაცემის მორიგ გამოშვებას საქართველოში იღებენ. ქართველმა თაყვანისმცემლებმა ლამის ნადირობა გამოაცხადეს თავიანთ კერპებზე და სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსეს, რომლებშიც თუნდაც შორიდან მოჩანს საყვარელი შოუს გადაღების პროცესი.

გამგზავრების წინ ტელეწამყვანები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდნენ, რომელთან საუბრის დროსაც კლარკსონმა განაცხადა, რომ მას განსაკუთრებულად ქართული კერძები და ღვინო მოეწონა.

„საქართველო ზღაპრული ქვეყანაა მშვენიერი ღვინით, ამინდით და გულღია ადამიანებით. მე აუცილებლად დავბრუნდები თქვენ ქვეყანაში. საქართველო ევროპის მარგალიტია, საიდუმლოებებით სავსე", – განაცხადა პოპულარულმა ტელეწამყვანმა.

გადაცემის გადასაღებად მათ საქართველოს რამდენიმე ქალაქი შეარჩიეს – ბათუმი, გორი, ხაშური, რუსთავი და თბილისი, საქართველოში კი მოგზაურობდნენ Bentley-ით, BMW-თი და Aston Martin-ით.

„ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი არიან ადამიანები, რომლებიც პროექტ Top Gear-ის წყალობით სატელევიზიო სივრცეში განსაკუთრებით პოპულარული არიან. მათ ტელეგადაცემა Grand Tour-ს ნახევარი მილიონი ადამიანი უყურებს, მისი წყალობით ბევრი გაიცნობს საქართველოს და ჩვენთან ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდება", – განაცხადა ჩოგოვაძემ.

The Grand Tour („დიდი მოგზაურობა") – ბრიტანული საავტომობილო ტელეპროგრამაა, რომელიც Top Gear-ის ყოფილმა წამყვანებმა ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ დააარსეს. სამი წლის განმავლობაში იგეგმება 36 ეპიზოდის გადაღება. 2016 წლის 18 ნოემბრიდან ეპიზოდები ყოველკვირეულად გამოდის Amazon Video-ზე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ავსტრიასა და იაპონიაში. პირველი სეზონის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართა, მეორე სეზონის კი - 2017 წლის 8 დეკემბერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0