საქართველოს უძველეს ციხეში „გლადიატორების ბრძოლა" მოეწყობა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგონიოს ციხე
გონიოს ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოში, გონიოს ციხეში რომის იმპერიის ნაწილი გაცოცხლდება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. გონიოს ციხეში რომის იმპერიის შეიარაღების ანალოგიური საბრძოლო იარაღის სხვადასხვა სახეობა გაჩნდება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გონიოს ციხეში უკვე დაიწყო პროექტი „რომაული ბანაკის" განხორციელება, რომლის ფარგოლებში მომავალი წლიდან ტურისტები შეძლებენ არა მხოლოდ ციხის დათვალიერებას, არამედ იმ დროის სხვადასხვა საგნისა და იარაღის გამოყენებას.

„რომაული საბრძოლო იარაღებისა და საბრძოლო ინვენტარის ნაწილი უკვე შევისყიდეთ ტენდერით, და ეს არის სრულიად იდენტური ხელნაკეთი ასლები. ეს ტურისტებს მოიზიდავს. საინტერესოა არა მხოლოდ დათვალიერება, არამედ ისიც, რომ ამ იარაღების გამოყენება შეიძლება", – განაცხადა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგონიოს ციხე
საქართველოს უძველეს ციხეში „გლადიატორების ბრძოლა მოეწყობა - Sputnik საქართველო
გონიოს ციხე

პროექტის მთავარი მიზანია ტურისტების მოზიდვა. ბოლო მონაცემებით, გონიოს ციხეს წელს ასი ათასზე მეტი ტურისტი ეწვია.

გონიოს ციხე საქართველოში ყველაზე ძველი ციხე-სიმაგრეა. მისი აშენების თარიღად ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე მიიჩნევა. ის ბათუმიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0