ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის"...

© photo: courtesy of Mano Gaburiმანო გაბური
მანო გაბური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა არის მოგზაურობა? მოგზაურობა არის „წიგნი“, სადაც უამრავი საოცარი ისტორია და თავგადასავალია თავმოყრილი. მოგზაურობის დროს გეძლევა საშუალება, უკეთ შეიცნო საკუთარი თავი და სამყარო.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ბრენდ „სალმანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მანო გაბურია. მანოს თქმით, მოგზაურობის დროს ადამიანში  მშვენიერებით ტკბობის უნარი იღვიძებს, რაც ცხოვრებას საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

© photo: courtesy of Mano Gaburiმანო გაბური
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
მანო გაბური

– მანო, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში მოგზაურობას?

— ეს ალბათ ინდივიდუალურია და  დამოკიდებულია ადამიანზე, მისი ცხოვრების წესზე, ინტერესებზე, იმაზე, თუ როგორ აქვს პრიორიტეტები გადანაწილებული ცხოვრებაში და რა არის მისთვის უპირატესი. თუმცა, არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სურს სამყაროს შეცნობის ამ საუკეთესო პროცესის მონაწილე გახდეს!  მოგზაურობის შემდეგ ყოველთვის ახალი ემოციებით, ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთული ბრუნდები და თანდათან აცნობიერებ,  რამდენად საინტერესოა  სამყარო, რომელშიც ცხოვრობ. საოცარი განცდაა, როცა ჩადიხარ ახალ ქვეყანაში, სადაც არასოდეს ყოფილხარ, არავინ გიცნობს, ყველა და ყველაფერი უცხოა: ქუჩები, სახლები, სახეები, ემოციები ამ სახეებზე და ერთვები, იწყებ მათ შეცნობას…

მოგზაურობის დროს ალბათ ადამიანში ყველაზე მეტად იღვიძებს მშვენიერებით ტკბობის უნარი. ისეთი ადამიანებიც კი, ვინც ემოციურად ზედმეტად გაწონასწორებული არიან, მოგზაურობისას ბავშვებივით ხდებიან. გულწრფელად და ხმამაღლა გამოხატავენ იმას, რასაც იქ გრძნობენ.

© photo: courtesy of Mano Gaburiმანო გაბური
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
მანო გაბური

– ყველაფერი პირველი განსაკუთრებულად ამახსოვრდება ადამიანს. თქვენი პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ, რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით საქართველოში?

— ჩემი ბავშვობა და სტუდენტობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, რომ მოგზაურობა კი არა, პურის რიგზე ფიქრის მეტი არაფერი გვახსოვდა და მამიდაჩემი მთაში რომ წამიყვანდა, ეგ იყო ჩემი პარიზიც და ბრეტანიც. თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა, მე გავიზარდე, დალაგდა ქვეყანა, შემდეგ ჩემ ცხოვრებაში ოჯახი და ბავშვები გაჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ პირველი მოგზაურობა მაშინ დავგეგმეთ, როცა მივხვდით, რომ ბავშვები ცოტა წამოიზარდნენ. და სად, თუ არა დისნეილენდში? პარიზი იყო პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ჩავედით. სასტუმრო დისნეილენდთან ახლოს დავიქირავეთ. ულამაზესი ადგილი იყო, წარმოუდგენლად მოწესრიგებული. ჰორიზონტზე ყვითელი ულამაზესი მზესუმზირის მინდვრები ჩანდა. ფილმის კადრივით ჩამრჩა მეხსიერებაში ის მინდვრები. ბავშვების ბედნიერებას და გართობას არ ჰქონდა საზღვარი. ერთი კვირის შემდეგ პარიზში გადავედით და მახსოვს, როგორ არ მომეწონა, უფრო სწორად, მეტს ველოდი. მომეჩვენა, რომ ქუჩები იყო ვიწრო და სახლები მაღალი. ამ ისედაც ვიწრო ქუჩებში მილიონი ტურისტი ზუზუნებდა. ცის დასანახად გაშლილ სივრცეს ვერ ვპოულობდი. მოკლედ, პარიზმა ვერ მომხიბლა. ახლა, რა თქმა უნდა, მეღიმება ამ ყველაფერზე, რადგან ახლა სრულიად შემეცვალა დამოკიდებულება.

© photo: courtesy of Mano Gaburiის იშვიათი შემთხვევა, როცა მთელი ოჯახი ერთად მოგზაურობს
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
ის იშვიათი შემთხვევა, როცა მთელი ოჯახი ერთად მოგზაურობს

– როგორ ფიქრობთ, მოგზაურობა აზარტია თუ მოთხოვნილება?

— ალბათ ორივე ერთად, რადგან არ არსებობს სამყაროს შეცნობის იმაზე საუკეთესო შესაძლებლობა, ვიდრე მოგზაურობაა. გარშემო არსებული ამოუწურავი საოცრებებისთვის ხელის შეხება კი ჩემთვის აზარტიცაა და მოთხოვნილებაც.

– ამ ხნის მანძილზე რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში, რამდენად მრავალფეროვანი გახადა მოგზაურობამ თქვენი ცხოვრება?

— პირველი მოგზაურობიდან 12 წელი გავიდა, შესაბამისად, გამოცდილებაც უკვე დიდია და ინტერესის სფეროც უკვე სხვაა. ამიტომ დღეს სულ სხვაგვარად მავსებს მოგზაურობა. იმ პარიზის ვიწრო ქუჩებშიც ვპოულობ ჩემთვის საინტერესო ახალ ფერებს, ის პატარა კაფეებიც სულ სხვა ემოციას იწვევს ჩემში. ყოველი ახალი გამგზავრება უფრო საინტერესოდ იგეგმება და კმაყოფილებაც დროსთან ერთად იზრდება, რადგან უკვე ვიცი, როგორ დავგეგმო ის დღეები ისე, რომ წამი არ დავკარგო ფუჭად და ყოველი დღე იყოს უპრობლემო, ამავე დროს  სასიამოვნო.

© photo: courtesy of Mano Gaburiშვილებთან ერთად
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
შვილებთან ერთად

– რამდენად მნიშვნელოვანია ვისთან ერთად მოგზაურობთ? ვინ არის თქვენთვის ყველაზე სასურველი მეგზური?

— ამ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, მე და ჩემ მეგობარს სალომე გოგიაშვილს საერთო საქმე გვაქვს, აქედან გამომდინარე ხშირად გვიწევს საქმიანი გასვლები. სალომესთან ერთად ყოფნას აქაც არაფერი ჯობს, მაგრამ მასთან ერთად წასვლა საერთოდ ზეიმია.  ერთ-ერთი ასეთი გასვლისას ნინო ქაჯაიაც ავიყოლიეთ, ჩვენი უახლოესი მეგობარი. თითქოს არც ქვეყანა იყო განსაკუთრებული და არც ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა, მაგრამ ეს იყო დაუვიწყარი ხუთი დღე ჩემთვის.

ყველაზე სასურველი მეგზური კი ჩემი შვილი ანანოა. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ და არაფერი გვირჩევნია ერთად ყოფნას. ანა ისეთი მოწესრიგებული და ორგანიზებული მოგზაურია, რომ მასთან ერთად ბოლომდე ვარ მოდუნებული და ვიღებ სიამოვნებას.

© photo: courtesy of Mano Gaburiმანო და ანა
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
მანო და ანა

– ოჯახთან ერთად რამდენად ხშირად მოგზაურობთ და ამ დროს რა ტიპის ქვეყნებს ანიჭებთ უპირატესობას?

— სამწუხაროდ, მთელი ოჯახი ერთად ხშირად ვერ ვისვენებთ. ჩემი ქმრის სამსახურიდან გამომდინარე ეს ძალიან იშვითად ხერხდება. აი, მაგალითად, შარშან დავგეგმეთ ორი კვირით ერთად წასვლა მარბეიაზე, მართლა საოცარი ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. ჩავედით და სამი დღის მერე გურამს გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და უკან დაბრუნება მოუხდა.

ჩემი უფროსი შვილი სპორტსმენია. მასაც თავისი რეჟიმი აქვს – შეკრებები, შეჯიბრები, გადაფრენები, ამიტომ ვერც ზურაა ყოველთვის ჩვენთან. როცა ვახერხებთ და მივდივართ ერთად, ვცდილობთ სასიამოვნოც და სასარგებლოც იყოს ჩვენი მოგზაურობა. ვივიწყებთ ყველა პრობლემას, ვისვენებთ და აღვიდგენთ დაკარგულ ენერგიას. იმდენად იშვითად მივდივართ ერთად, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანას ავირჩევთ, მთავარია ყველა ერთად ვართ.

© photo: courtesy of Mano Gaburiმანო გაბური
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
მანო გაბური

– მოგვიყევით ქვეყანაზე, ქალაქზე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ…

— მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ჯერ არ მინახავს და ეს სიამოვნება წინ მაქვს. არ ვიცი, რომელი იქნება ეს ქვეყანა. ამბობენ ამერიკა საოცარიაო, არ ვიცი, არ ვყოფილვარ და ვერც წავალ, რადგან ამდენ ხანს თვითმფრინავით ფრენა არ შემიძლია. თუმცა თავს ვიმშვიდებ, რადგან ასეთი მეგაპოლისები არაა ჩემნაირი წყობის ადამიანებისთვის. მე არ მიყვარს ქაოსი, არ მიყვარს ხმაური. ალბათ რომელიმე ეგზოტიკური ქვეყანა მელოდება წინ, რომელსაც ვნახავ და არასოდეს დამავიწყდება. თუმცა რომი, ფლორენცია, ვენეცია, ჩემი „პირველი სიყვარულია“ და იქნებ არც გავცვალო სხვა ქვეყნის სამოთხეებზე.

© photo: courtesy of Mano Gaburiმანო გაბურის უმცროსი ვაჟი მიშო გედეხაური
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
მანო გაბურის უმცროსი ვაჟი მიშო გედეხაური

 

– როდის არის მოგზაურობა დაუვიწყარი?

— მოგზაურობა დაუვიწყარია მაშინ, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობ. დამიჯერეთ, ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა კარავში გძინავს თუ მარბეაზე ვილაში. არც იმას, რომელ ქვეყანაში ხარ. დაუვიწყარი ყველაფერი მაშინ ხდება, თუ სიყვარულის გარემოცვაში ხარ.

– ყველაზე უცნაური, ან თქვენთვის მიუღებელი კანონი თუ გახსენდებათ?

— არანაირი კანონი არ მახსენდება,  არ მქონია შეხება, თუმცა დაუწერელ კანონზე შემიძლია გიამბოთ. იტალიაში როცა ჩავდივართ, იქ  ჩემი მეგობარი თეონა დვალი ცხოვრობს და ხშირად ვსტუმრობთ, ფაქტიურად სულ ერთად ვართ. ჰოდა ერთხელაც საუზმეზე მოვითხოვე კაპუჩინო. თეომ გაღიმებულ მიმტანს ასევე ღიმილით უთხრა, ესენი აქ არ ცხოვრობენო. აღმოჩნდა, რომ ნამდვილი იტალიელები დილით არ სვამენ კაპუჩინოს და, მეტიც, ყავასაც კი არ ეძახიან მას. ასე რომ, თუ არ გინდათ გაიშიფროთ, ამისთვის მხოლოდ თავანკარა იტალიური არ გეყოფათ. არასოდეს არ მოითხოვოთ დილით კაპუჩინო და დაკმაყოფილდით იმ ერთი ყლუპი მწარე ყავით, რასაც ისინი მიირთმევენ საუზმეზე.

© photo: courtesy of Mano Gaburiმანო გაბური
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
მანო გაბური

– თითოეული ადამიანი თავისი ქვეყნის სახეა. ალბათ თქვენც ხშირად გსტუმრობენ უცხოელი სტუმრები. თქვენ როგორ იწონებთ ამ დროს თავს საკუთარი ქვეყნით?

— ჩვენ სტუმრებს აინტერესებთ განსხვავებული ტურისტული სანახაობები, ის, რაც მათ ქვეყანაში არაა. თორემ ევროპელ სტუმარს არქიტექტურით ვერასოდეს დააინტერესებ და გააოცებ, რადგან მათ თავად აქვთ ამ მხრივ საოცარი სანახაობები. მათი ინტერესი ველური ბუნების, ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, ყოფის და ჩვენი სოფლების არქაული იერ-სახეა. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა მდიდარია და სტუმრები ყოველთვის აღფრთოვანებული ტოვებენ ქვეყანას.

© photo: courtesy of Mano Gaburiმანო გაბური
ქართველი ფოლკლორისტის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო, და მაინც – „სხვა საქართველო სად არის... - Sputnik საქართველო
მანო გაბური

მე პროფესიით ფოლკლორისტი ვარ და თუ იმ სანახაობას, რაც, დავუშვათ, შატილშია, დავურთავ რამდენიმე ხევსურულ ლეგენდას, ან თუნდაც ვუამბობ აკლდამების ისტორიას, ეს ხომ საერთოდ აღაფრთოვანებთ მათ. ასევე ძალიან მოსწონთ ისეთი მარნების და ეზოების მონახულება, სადაც ერთად ხედავენ ჩვენ ბევრ ტრადიციას, სადაც ეცნობიან ჩვენი სამზარეულოს და ღვინის დაწურვის არქაულ პროცესს, სადაც საშუალება ეძლევათ თვითონ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა. მოსაყოლი კი მათთვის იმდენია, რომ მართლა შეიძლება არ გაჩერდე, მით უმეტეს თუ სტუმარიც აგყვა.

ბოლოს მაინც მინდა ვთქვა, არ არსებობს ადგილი სამყაროში, რომელიც რესურსით საქართველოზე უკეთესია, უბრალოდ არც ერთ მთავრობას არ დაუყენებია მამულიშვილობა პირად ინტერესებზე მაღლა, თორემ მერვე საოცრებად შეიძლება ექციათ ჩვენი ქვეყანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0