მონსერატის მთა - განვლილი და ისევ საოცნებო გზა

© Sputnik / Meri Bliadzeმონსერატის მთა
მონსერატის მთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სკივრია, სადაც მოგონებებს, განვლილ წუთებს მარგალიტებად ვინახავთ. მოზაურობა კი ყველაზე კარგი საშუალებაა, ეს სკივრი ფასდაუდებელი განძით გავავსოთ.

მოგზაურობა საკმაოდ გვიან დავიწყე და ჯერ მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თუმცა ვთვლი, რომ  ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მთავარია — დავიწყე…

ყველაფერი რასაც ვნახულობ, რასაც განვიცდი მინდა ფირზე აღვბეჭდო და მსოფლიოს გავუზიარო. ხან ვფიქრობ ზედმეტად დამოკიდებულიც ვარ ფოტოაპარატზე, რომელიც ჩემი განუყოფელი მეგზური გახდა. თავს ვერ ვუყრი სიტყვებს, არ ვიცი საიდან დავიწყო, რომ  ის ემოციები, შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ, რომელიც ბარსელონაში მოგზაურობის დროს განვიცადე, ამიტომ ფოტოებს მოვიშველიებ… იმდენად ბევრი მაქვს მოსაყოლი, ძნელია ყველაფერს ერთ სტატიაში მოვუყარო თავი. დღეს არჩევანს მონსერატის მთაზე შევაჩერებ და ამ საოცარ ადგილზე მოგიყვებით.

© Sputnik / Meri Bliadzeმონსერატის მთა
მონსერატის მთა - Sputnik საქართველო
მონსერატის მთა

ნებისმიერი მეტროს სადგურიდან, ძალიან მარტივად მოხვდებით სადგურ ესპანიაზე (Espanya), საიდანაც მონსერატის მიმართულებით გადის მატარებელი. ქალაქში იმდენად მოწესრიგებული ტრანსფერია, დგას საინფორმაციო ჯიხურები, რომ დაბნევასაც ვერ მოასწრებთ. ასე, რომ მოემზადეთ მონსერატზე სამოგზაუროდ.

© Sputnik / Meri Bliadzeმონსერატის მთა
მონსერატის მთა - Sputnik საქართველო
მონსერატის მთა

ბარსელონადან მონსერატის მთამდე მისასვლელად დაახლბით ერთი საათი დაგჭირდებათ. მთაზე ასასვლელად უნდა აირჩიოთ საბაგირო, ან ე.წ საკაბელო მანქანა. ორივე შემთხვევაში თქვენ თვალწინ საოცარი ხედები გადაიშლება. მგზავრობა დაახლობით 22 ევრო დაგიჯდებათ. ამ თანხაში შედის მატარებლით მგზავრობა, საბაგიროთი ან საკაბელო მანქანით მთაზე ასვლა  და ამავე მარშრუტით უკან დაბრუნება. მატარებელი ყოვლ ერთ საათში ბრუნდება უკან. ბოლო მატარებელი საღამოს რვა საათზე გამოდის, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. 

© Courtesy of Meri Bliadzeკატალონიის ნაციონალური სიწმინდე  „შავი მადონა”
კატალონიის ნაციონალური სიწმინდე  „შავი მადონა”  - Sputnik საქართველო
კატალონიის ნაციონალური სიწმინდე  „შავი მადონა”

არაერთი მიზეზის გამო სტუმრობენ მნახველები მონსერატის მონასტერს, რომლიც ამ საოცარ მთებშია ჩაკარგული. პირველ რიგში ეს არის არქიტექტურული მნიშვნელობის მქონე გოთიკური ბაზილიკა, სადაც მდებარეობს კატალონიის ნაციონალური სიწმინდე  „შავი მადონა”.  ბაზილიკაში გალობს ბიჭების საოცარი გუნდი, რომელთა მოსმენა და იქ მიღებული სიამოვნება დიდხანს გაგყვებათ.

ღვთისმშობლის ქანდაკება (შავი მადონა), რომელსაც ჩვილი იესო უზის მუხლებზე მე-12 საუკუნით თარიღდება. ქანდაკების სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია. ტაძარში „შავი მადონას”  სანახავად საკმოდ გრძელი რიგებია. შესაძლოა ქანდაკებამდე მისასვლელად საათზე მეტი დრო დაგჭირდეთ. 

© Sputnik / Meri Bliadzeმონსერატის მთა
მონსერატის მთა - Sputnik საქართველო
მონსერატის მთა

ვარაუდბენ, რომ მონსერატზე პირველად მეცხრე საუკუნეში აშენდა ოთხი სამლოცველო. აქ ცხოვრობდნენ ბერები, რომლებიც განდეგილ ცხოვრებას ეწეოდნენ. წლების განავლობაში იცვლებოდა მონასტრის ცხოვრება, ემატებოდა სამლოცველოები. 1936-1939 წლებში, სამოქალაქო ომის დროს ბერებს მონასტრის დატოვებას აიძულებდნენ.  თუმცა კატალონიის ავტონომიურმა მთავრობამ მოახერხა მონასტრის გადარჩენა. ომის შემდეგ ბერები დაუბრუნდნენ მოასტერს და განაგრძეს მონასტრის აღმშენებლობა.

© Sputnik / Meri Bliadzeმონსერატის მთა
მონსერატის მთა - Sputnik საქართველო
მონსერატის მთა

1982 წელს პაპმა,  იოანე პავლე II —მ მოინახულა მონასტერი, ბაზილიკა აღადგინა და ააშენა მთლიანი კომპლექსი. ბაზილიკის მარცხენა მხარეს მდებარეობს შენობა, სადაც დღეს ბერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

შთამბეჭდავი ბუნების, ხედების დათვალიერების გარდა, აქ შეგიძლიათ მღვიმეების და  მუზეუმის მონახულება,  სადაც გამოფენილია პიკასოს, დალის, ელგრეკოს  და სხვათა  ნამუშევრები.

© Sputnik / Meri Bliadzeმონსერატის მთაზე მდებარე ბაზილიკა
მონსერატის მთაზე მდებარე ბაზილიკა - Sputnik საქართველო
მონსერატის მთაზე მდებარე ბაზილიკა

მონასტრის ტერიტორიაზე ყველანაირი პირობა და კომფორტია შექმნილია ტურისტებისთვის. არის WI-FI, ღია კაფეები, სწრაფი კევიბის ობიექტები, მოსასვენებელი სივრცე და სასტუმრო იქ დარჩენის მსურველთათვის. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება მცირე ბაზრობა, სადაც ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ტკბილეულს, რძის პროდუქტებს, თაფლს, ასევე სუვენირებს შეიძენთ. შეგიძლიათ ბერების მიერ დამზადებული  სხვადასხვა პროდუქტიც დააგემოვნოთ, ან შეიძინოთ.

მონასტრის ეზოდან რამდენიმე საცალფეხო ბილიკი გადის და  ტყეს ან გორაკებს უერთდება. ჩვენ ერთ-ერთ ბილიკს გავყევით, რომელმაც ბერების საფლავებამდე მიგვიყვანა. საფლავები ერთმანეთის მიყოლებით კლდეშია განთავსებული. მონასტრის ტერიტორიაზე სანთელი ორი ევრო ღირს, რომელიც სპეციალურ შუშაშია მოთავსებული. 

© Courtesy of Meri Bliadzeბერების საფლავები
ბერების საფლავები - Sputnik საქართველო
ბერების საფლავები

ერთდროულად ანთებული ასობით ფერადი სანთელი ცალკე სანახაობაა და გულგრილს არავის ტოვებს.

მონსერატის მთა არის ადგილი, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბუნება, კულტურა და რელიგია.  როდესაც ამ თვალუწვდენელი მთების წვერზე მოექცევი და იქიდან გადმოყურებ დედმიწას, მისი დალაშქვრის სურვილი გიჩნდება, თითქოს შენში რაღაც უცნაური ძალა იღვიძებს. მონსერატზე მოგაზაურობით ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წარუშლელი შთაბეჭდილება მივიღე.

მე დავბრუნდები…

ყველა ახალი ამბავი
0