კურორტი გუდაური სამჯერ გაიზრდება

გამოწერა
საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდინგში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ქვეყნის ზამთრის კურორტებზე ხუთი წლის შემდეგ გაიმართება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სამთო კურორტი გუდაური სამჯერ გაიზრდება და დასვენებისა და სპორტის პოპულარული ადგილი გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საბაგირო გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაურში ახალი საბაგიროების მშენებლობისთვის 75 მილიონი ლარი გამოიყოფა

გასულ კვირაში საქართველოს მთავრობამ გუდაურის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია დაამტკიცა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული სტიქიური განვითარება და თავიდანვე სწორად მოხდეს დაგეგმვა – საცხოვრებელი ზონის, საჭირო რაოდენობით პარკინგის, საფეხმავლო ზონების, სავაჭრო-გასართობი სივრცეების.

საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვებით, გუდაური მსოფლიოში არსებულ ყველა ტრენდს უპასუხებს.

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში საქართველოში ზამთრის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს>>>

„ფიქრობ, ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ განახორციელა კანადურ კომპანია ECOSIGN-თან ერთად, გვაძლევს საშუალებას, გეგმაზომიერად განვავითაროთ უმნიშვნელოვანესი კურორტი გუდაური“, — განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტების გეგმის შესაბამისად განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში ფრისტაილსა და სნოუბორდინგში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

„გუდაური სამ ტერიტორიად იყოფა. პირველი – ცენტრალური გუდაური, მეორე – ახალი გუდაური, რომელიც იქნება კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი. ასევე საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრები, სავაჭრო დაწესებულებები, კვების ობიექტები, დასასვენებელი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები“, – განაცხადა პრემიერმა. 

მინისტრი მაია ცქიტიშვილი ბაკურიანში - Sputnik საქართველო
ბაკურიანი ზამთრის სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა

კვირიკაშვილის სიტყვებით, მესამე იქნება კობი–გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან. ასევე  შესაძლებლობას მისცემს სტეფანწმინდის მოსახლეობას და ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, დიდი ამწეობის საბაგირო გონდოლის მეშვეობით, რომლის მშენებლობა წელს იწყება, ძალიან მარტივად მოხვდნენ კურორტის სასრიალო სივრცეში.

გარდა ამისა, მომავალში ჩრდილოეთის ფერდობზე ტრასების განვითარება იგეგმება, რადგან ჩრდილოეთის ფერდობს თოვლის გაცილებით უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების პოტენციალი აქვს.

ტურისტების რიცხვი მთის კურორტებზე ერთი მეოთხედით გაიზარდა>>>

„მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის… იმ გუდაურში, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ, ტრასაზე ერთდროულად შესაძლებელია იდგეს 14,25 ათასი მოთხილამურე. ეს არის ძალიან სერიოზული პოტენციალი მთლიანად რეგიონისთვის და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის სიტყვებით, შესაბამისი ფინანსური სახსრები უკვე გამოყოფილია და პროექტი კერძო სექტორთან პარტნიორობით განვითარდება.

2017–2018 წლების ზამთრის სეზონი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, სამთო–სათხილამურო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 25%–ით გაიზარდა და 514,9 ათასი ადამიანი შეადგინა.

ზამთრის სეზონზე გუდაურს 345,9 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც 25%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ სეზონთან შედარებით.

რაც შეეხება კურორტ ბაკურიანს, წლევანდელ სეზონზე ვიზიტორების რიცხვი გასულ წელთან  შედარებით 15%-ით გაიზარდა. აღნიშნული კურორტი 132,7 ათასმა ტურისტმა მოინახულა.

ყველა ახალი ამბავი
0