მოგზაურობაში ნაპოვნი ბედნიერება

© photo: courtesy of Tamuna Chonkadzeთამუნა ჭონქაძე
თამუნა ჭონქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამუნა ჭონქაძე პროფესიით ფილოლოგია. პარალელურად ქმნის ხელნაკეთ ნივთებს. მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მოგზაურობას.

თამუნა ჯერ მხოლოდ შვიდ ქვეყანაშია ნამყოფი. ამბობს, რომ ყველაფერს მოგზაურობიდან მოგზაურობამდე გეგმავს. მოგზაურობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ბედნიერია, რომ ეს ოცნება რეალობად აქცია.

© FB / Tamuna Tchonkadzeთამუნა ჭონქაძე
თამუნა ჭონქაძე - Sputnik საქართველო
თამუნა ჭონქაძე

— პროფესიით ქართული ენის ფილოლოგი ვარ, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელს გადავწყვიტე მთარგმნელობა და მაგისტრატურაშიც სწორედ ამ განხრით ჩავაბარე. თუმცა დღევანდელი საქმიანობა არაფრით არა დაკავშირებული ჩემს პროფესიებთან.

თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების მაღაზია მაქვს მეგობრებთან ერთად, და ახლა უკვე დუშეთშიც.  ქუთაისში ვთანამშრომლობ ერთ-ერთ მაღაზიასთან. თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვთარგმნი ან ჩანაწერებს ვაკეთებ მოგზაურობაზე.

© FB / Art Hysteriaსამაჯური
სამაჯური - Sputnik საქართველო
სამაჯური

- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მოგზაურობას?

— ყველაფერს ვგეგმავ მოგზაურობიდან მოგზაურობამდე. ეს უმნიშვნელოვანესია ჩემი საქმიანობის შემდეგ. ყოველთვის ვოცნებობდი და მინდოდა მენახა ქვეყნები, რომლის შესახებაც წაკითხული მქონდა.

პირველ მოგზაურობას ვგეგმავდი ორი წლის წინ  იტალიაში, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო უვიზო მიმოსვლა და ჩემს ცარიელ პასპორტში პირველი შტამპი გაჩნდა- ვიზაზე უარი. იმ წელს საშობაოდ წავედი  ბაქოში და  ძალიან კარგად მახსენდება, დიდი ჯგუფი ვიყავით, ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი და ქალაქიც იმაზე ლამაზი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა და მოველოდი.

როგორც კი დავბრუნდი მაშინვე დავგეგმე მეორე მოგზაურობა. ახლაც ასე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მოგზაურობის ბოლოს ძალიან მიხარია სახლში დაბრუნება, რამდენიმე დღეში ახალ დანიშნულების ადგილზე  ვიწყებ ფიქრს.

© photo: courtesy of Tamuna Chonkadzeთამუნა ჭონქაძე
თამუნა ჭონქაძე - Sputnik საქართველო
თამუნა ჭონქაძე

- რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას?

— ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტად მაინტერესებს ეგზოტიკური ქვეყნები. ჯუნგლები, ტყეები და ლამაზი ბუნება. შრი-ლანკაზე მოგზაურობამ კი უფრო მეტად დამარწმუნა ამაში. მიუხედავად იმისა, რომ აუტანელი სიცხე იყო და სუნთქვაც კი მიჭირდა, იმდენად ლამაზი და განსხვავებულია, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს.  მაგრამ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ესპანეთიდან და  მგონი ყველაზე დიდი დრო მუზეუმებს დავუთმე საერთო ჯამში. ძალიან მიყვარს ხელოვნება და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო საყვარელი მხატვრების (და არა მარტო), ნამუშევრების ნახვის გარეშე  წამოსვლა.

© photo: courtesy of Tamuna Chonkadzeთამუნა ჭონქაძე მეგობართან ერთად
თამუნა ჭონქაძე მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო
თამუნა ჭონქაძე მეგობართან ერთად

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

— ჯერ სულ შვიდი ქვეყანა მაქვს ნანახი. მიუხედავად არასასიამოვნო მომენტებისა, რომლებმაც დისკომფორტი შემიქმნა, ამ ქვეყნებს  შორის ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ირანში მოგზაურობა. სანამ წავიდოდი  თითქმის ყველასგან ძალიან  სკეპტიკური შეფასებები მოვისმინე. ვერ ხვდებოდნენ იქ რა მინდოდა.  მაგრამ შეუძლებელია გულგრილი დარჩე და ემოცია არ გაგიჩნდეს მათ მეჩეთებში შესვლისას. ყველაზე ემოციური ფერეიდანში სტუმრობა იყო.

© photo: courtesy of Tamuna Chonkadzeთამუნა ჭონქაძე
თამუნა ჭონქაძე - Sputnik საქართველო
თამუნა ჭონქაძე

 

- ირანში მოგზაურობის დროს რა გიქმნიდათ დისკომფორტს?

— უსიამოვნო მომენტები მათი რელიგიური წესებიდან გამომდინარეობდა.  რაც ზოგადად ქალებისადმი დამოკიდებულებით იყო გამოწვეული. წასვლამდე ინფორმაცია მქონდა, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოვცადე ძალიან იმოქმედა. მართალია ტურისტებისადმი შედარებით ლოიალურები არიან, მაგრამ საერთო ჯამში დამთრგუნველია ზოგადი ფონი.

პირველად თეირანის მეტროში ჩასულმა თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი.  ერთ —ერთი ვაგონში შესვლისას კაცმა ხელი მკრა და მითხრა, რომ იქ შესვლა არ შეიძლებოდა. ძალიან დავიბენი და გვიან მიხვდი, რომ ვაგონები ქალებისათვის და კაცებისათვის ცალ-ცალკე იყო.

© photo: courtesy of Tamuna Chonkadzeთამუნა ჭონქაძე
თამუნა ჭონქაძე - Sputnik საქართველო
თამუნა ჭონქაძე

- ყველაზე ეგზოტიკური და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო?

— შრი-ლანკა იყო ყველაზე ეგზოტიკური და გამორჩეული ამ მხრივ. თავი ჯუნგლებში მეგონა. ყოველ დილას უცნაური ხმები მაღვიძებდა. სახლიც ქალაქის შუაგულში გვქონდა და გარშემორტყმული იყო პალმებით და სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეებიც, მაიმუნები ყველგან დადიან და ცდილობენ ხელიდან ყველაფერი წაგგლიჯონ რაც გიჭირავს. ამ მოგზაურობისას გავსინჯე ყველაზე ბევრი ეგზოტიკური ხილი, რომელიც იქამდე არ გამესინჯა. ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა და მიუხედავად ინგლისურის არ ცოდნისა, ყველანაირად ცდილობენ დახმარებას და კითხვაზე პასუხის დაბრუნებას.  თითოეული დღე იყო ახალი თავგადასავალი, დაწყებული ტბებზე და კუნძულებზე გასეირნებით, სპილოების თავშესაფარში სტუმრობით და სიგირიის დალაშქვრით დასრულებული.

© photo: courtesy of Tamuna Chonkadzeთამუნა ჭონქაძე
თამუნა ჭონქაძე - Sputnik საქართველო
თამუნა ჭონქაძე

- როგორ ფიქრობთ, როდის აღმოაჩინეთ მსოფლიო, როდის გაგიჩნდათ ამისი განცდა?

— ალბათ მაშინ, როდესაც პირველად მარტო ვიმოგზაურე და სრულიად მარტო დავრჩი უცხო ქალაქში. მხოლოდ მე და სხვები.

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

— შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ყველა მოგზაურობა ექსტრემალურია, რადგან ფრენის ძალიან მეშინია.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით? ეგზოტიკური, ან უცნაური რა გაგისინჯავთ?

—  შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ გურმანი ვარ. ყველაზე მატად ქართული კერძები მიყვარს. თუმცა ყველგან სადაც მივდივარ, ვცდილობ ტრადიციული კერძები დავაგემოვნო. არ მეშინია ახალი კერძების გასინჯვის. მართალია იაპონიაში ჯერ  არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ძალიან  მომწონს მათი სამზარეულო, რვაფეხები, სუში… და არ დამავიწყდება შრი-ლანკაზე გავსინჯე ხილი, რომლის სახელიც არ მახსოვს და იყო საოცრად გემრიელი და უცნაური.

© photo: courtesy of Tamuna Chonkadzeთამუნა ჭონქაძე
თამუნა ჭონქაძე - Sputnik საქართველო
თამუნა ჭონქაძე

- ამ ხნის განმავლობაში რა მოგცათ მოგზაურობამ, რა კვალს ტოვებს ეს თქვენ ცხოვრებაში?

— მეტად თავდაჯერებული გავხდი და გახსნილი ადამიანებთან ურთიერთობისას.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— ზაფხულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს დავუთმობ. შემოდგომაზე კი მეგობრებთან ერთად სტამბულში ვაპირებ წასვლას.

 

ყველა ახალი ამბავი
0