რაბათის კომპლექსი სამუშაო საათებს ზრდის

© photo: Sputnik / Besik Pipiaრაბათის ციხესიმაგრე
რაბათის ციხესიმაგრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუმრების რაოდენობის ზრდის გამო რაბათის ციხეში სამუშაო დრო ერთი საათით გაიზარდა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. შუა საუკუნეების რაბათის ციხე-სიმაგრე ახალციხეში 1 ივნისიდან სამუშაო საათებს ზრდის — კომპლექსი 19:00 საათის ნაცვლად 20:00 საათზე დაიკეტება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამუშაო საათების გაზრდის მიზეზი კომპლექსის დამთვალიერებლების რაოდენობის ზრდაა.

ციხის ისტორიულ ნაწილში მუზეუმი, მეჩეთი და მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობს - Sputnik საქართველო
რაბათის ციხე

„აქამდე ციხის ზედა ტერიტორიაზე მუშაობა დილის 09:00 საათზე იწყებოდა და 19:00 საათზე სრულდებოდა, სამუშაო საათები შეცვლილი განრიგის შემდეგ 20 საათზე დასრულდება", — ნათქვამია განცხადებაში.

შვიდ ჰექტარ ფართობზე განლაგებული ციხე-სიმაგრე წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში. ის ორ – ზედა (ისტორიულ) და ქვედა (თანამედროვე) ნაწილად იყოფა. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მუზეუმი, მეჩეთი და მედრესე (მუსლიმური სასწავლო დაწესებულება), მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები. თანამედროვე ნაწილში კი ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი.

ყველა ახალი ამბავი
0