სიღნაღში დენდროლოგიური პარკი გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerსიღნაღი
სიღნაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითქმის 260 ათასი ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. დენდროლოგიური პარკი სიღნაღში, სავარაუდოდ, ოთხ თვეში გაიხსნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროექტის ფარგლებში გარემონტდება საფეხმავლო გზა, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სკამები. პარკში ასევე დაგეგმილია ახალი ფიტნეს-ზონის მოწყობა.

სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულებაა დაახლოებით 258 ათასი ლარი.

„სიღნაღში კიდევ ერთი ბაღი გაშენდა">>

სიღნაღი, რომელსაც „სიყვარულის ქალაქს" უწოდებენ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია.

ყველა ახალი ამბავი
0