საქართველოში მსოფლიო ბრენდის ტურიზმის სკოლა გაიხსნება

გამოწერა
სკოლის მუშაობის პირველ ეტაპზე იგეგმება ტურიზმის სფეროში მომუშავე მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში გაიხსნება „ლე როშის“ (le Roshes) სასტუმრო მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ტურიზმის მიმართულებაში მსოფლიო ლიდერია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი „ლე როშის“ სკოლის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნა, რომ ამ სასწავლო დაწესებულების საქმიანობა დაეხმარება ქვეყანას დარგის განვითარებაში, ასევე ამ სფეროში დასაქმებული პირების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სათავგასადავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ამ პროექტის განსახორციელებლად — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას. პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით მხარდაჭერას გპირდებით თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ", — ციტირებს განათლების სამინისტრო ჩხენკელის განცხადებას.

„ლე როში“ თავის საქმიანობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ((BTU) ბაზაზე სასტუმრო მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამით დაიწყებს, რაც ყველა მსურველს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ტურიზმის მიმართულებით უმაღლესი დონის საერთაშორისო განათლება.

პირველ ეტაპზე პროგრამა განკუთვნილი იქნება ტურიზმის სფეროში დასაქმებული მაღალი და საშუალო კლასის მენეჯერებისთვის, რომელთა მომზადებაში ჩართული იქნებიან „ლე როშის“ ლექტორი–პრაქტიკოსები და სპეციალისტები.

მეორე ეტაპზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნება უშუალოდ ტურიზმის სკოლა, რომელიც საშუალო და დაბალი რგოლის კადრებს მოამზადებს.

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა - Sputnik საქართველო
პროფესიულ კოლეჯებში სწავლა უფრო პოპულარული გახდება

„ლე როშს“ მსოფლიო აღიარება მოუტანა ინოვაციურმა საგანმანათლებლო პროგრამებმა, რომლებიც დაფუძნებულია პრაქტიკისა და თეორიის სინთეზზე. დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა 2018 წელს „ლე როში“ ტურიზმის ინდუსტრიის ლიდერად დაასახელეს.

„ლე როშის“ სკოლა შვეიცარიაში მდებარეობს და ფილიალები მთელ მსოფლიოში აქვს. 30 წელზე მეტია ის ამზადებს საერთაშორისო სტუდენტებს. სკოლადამთავრებულები წარმატებული მენეჯერები და პროფესიონალი ბიზნესმენები ხდებიან.

სწავლების მთავარი მიმართულებაა სასტუმრო ბიზნესი, საკურორტო და კრუიზის მენეჯმენტი, digital-მარკეტინგი, პერსონალის მართვა, ბრენდ-მენეჯმენტი, რესტორნის საქმე, event–მენეჯმენტი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფინანსები და e-commerce.

ყველა ახალი ამბავი
0