მაღალმთიან აჭარაში ჩანჩქერი უფრო ხელმისაწვდომი გახდება

© FB / Keda Municipalityჩანჩქერი გოდერძი
ჩანჩქერი გოდერძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგოთაში, ჩანჩქერ გოდერძის დათვალიერებას ყველა მსურველი შეძლებს სპეციალური ბილიკით, რომლის კეთილმოწყობა უკვე დაწყებულია, ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში

გზის გაყვანის შემდგომ ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მოხდება. ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს ეს ადგილი ახალ ტურისტულ მარშრუტად აქციოს, ამისათვის სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდება.

Грузия - Sputnik საქართველო
საქართველო: ზღაპარი თუ სინამდვილე

სახელწოდება „გოდერძი“ ჩანჩქერს ადგილობრივმა მოსახლეობამ შეარქვა. ჩანჩქერის უკანა მხარეს არსებულ გამოქვაბულის ოთახში 10-მდე ადამიანის მოსასვენებელი ადგილია.

Euronews-ზე აჭარის შესახებ კლიპი გადის >>

ქედა — მაღალმთიანი აჭარის ულამაზესი ადგილია, სადაც საქართველოს მთავრობა გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას გეგმავს. ქედაში განვითარებულია მეხილეობა, მევენახეობა, მემცენარეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა და საკალმახე მეურნეობა. გარდა ამისა, ქედა გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით, ხოლო ღვინოები „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ქედა მდიდარია სამკურნალო და მინერალური წყლებით, სპილენძის და ოქროს საბადოებით.

ყველა ახალი ამბავი
0