საქართველოში სალაშქროდ ემზადებიან - ვიდეოკადრები

© FB / Georgian National Tourism Administrationსალაშქრო სეზონის გახსნა
სალაშქრო სეზონის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები და საველე თამაშები.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში სალაშქრო სეზონი 13 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სალაშქრო სეზონი საქართველოში რაჭიდან დაიწყო. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, რაჭაში, შაორის წყალსაცავთან მდებარე ბანაკში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მოლაშქრეების შეხვდა.

პრომეთეს ქანდაკება ბორჯომის პარკში - Sputnik საქართველო
ქართული ნაკრძალების დამთვალიერებლებს შორის გერმანელები ლიდერობენ

გავრცელებული ინფორმაციით, სალაშქრო სეზონის გახსნა რაჭაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება, სადაც 2 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. 

„ოთხ დღიანი ღონისძიების ფარგლებში მოლაშქრეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და გაეცნონ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი კლუბების მომავალ ღონისძიებებს“, —ნათქვამია განცხადებაში.

ლაშქრობის ფარგლებში გაიმართება  სახალისო საველე თამაშები: BEER PONG, Cup flip, Mas wrestling, Airsoft. ასევე დაგეგმილია ფეხბურთის, რაგბის, ფრენბურთის და ბადბინტონის შეჯიბრი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0