ქართველი მოგზაურის ფერადი სამყარო და პორტუგალიაში გატარებული ზღაპრული არდადეგები

© FB / Lika Lezhavaლიკა ლეჟავა
ლიკა ლეჟავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ულამაზესი ადგილები — ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი, უამრავი თავგადასავალი და შთაბეჭდილებები ადამიანის ცხოვრებას საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. როცა მოგზაურობის სენი შეგეყრება, მოუსვენრად ათვალიერებ სხვადასხვა ქალაქის, ღირსშესანიშნაობის სურათებს, ადგენ სანახავი ადგილების სიას...

ასე მოხდა ლიკა ლეჟავას ცხოვრებაშიც. პირველი მოგზაურობა იმდენად შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული იყო, რომ მოგზაურობა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს ლიკა ბარსელონაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ასე უფრო დიდი შანსი აქვს მსოფლიო მოიაროს და  ცხოვრება ლამაზ მოგონებად  აქციოს. 

© Photo: Courtesy of Lika Lezhavaლიკა ლეჟავა
ლიკა ლეჟავა - Sputnik საქართველო
ლიკა ლეჟავა

— მოგზაურობა არის ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაინტერესებს.  რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ არაფერი ისე არ მაინტერესებს, როგორც ახალი ქვეყნის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. ოთხი  წლის უკან ზუსტად ამ მოტივით დავტოვე საქართველო. ვიცოდი, რომ ევროპაში ცხოვრებით და მუშაობით უფრო ადვილად მოვახერხებდი მოგზაურობას.

- როგორ ფიქრობთ, მოგზაურობა ცვლის ადამიანს?

—  ცვლის და მეტიც, ზრდის, თვალსაწიერს აფართოებს და იმ საზღვრებს შლის ჩვენს ცნობიერებაში, რასაც ბავშვობიდან ნებსით თუ უნებლიეთ გვისაზღვრავდნენ. 

© Photo: Courtesy of Lika Lezhavaმონსერატი, კატალონია
მონსერატი, კატალონია - Sputnik საქართველო
მონსერატი, კატალონია

 

- პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ…

— ქვეყანა სადაც პირველად ვიმოგზაურე იყო ლიტვა, 2009 წელს. ძალიან მომეწონა გრძელი და ნათელი დღეები, მოგეხსენებათ ლიტვაში არაა მთები და ზაფხულში საქართველოსთან შედარებით, კიდევ უფრო გვიან ბნელდება. იმ მომენტისთვის ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. მომეწონა ხასხასა მოვლილი ბუნება და სუფთა ჰაერი, რაც ძალიან აკლია ბოლო ხანებში ჩვენს დედაქალაქს. ვერ ვიხსენებ ვერაფერს, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ არ მომეწონა. პირიქით, ლიტველების ოჯახში ვცხოვრობდი 15 დღე და ის სტერეოტიპი, რომ ჩრდილოელები ცივი ხალხია, ჩემთვის 2009-ში დაიმსხვრა.
უკვე 10 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ფაქტობრივად, დამწყები მოგზაური ვარ. სუბიექტური ვიქნები და მათგან ესპანეთს გამოვარჩევ. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა. უკვე მეხუთე წელია, რაც აქ ვცხოვრობ. განსაკუთრებით ბასკეთი და კატალონიაა ჩემი. 

© Photo: Courtesy of Lika Lezhavaბილბაო, ბასკეთი
ბილბაო, ბასკეთი - Sputnik საქართველო
ბილბაო, ბასკეთი

- ვინაიდან ბარსელონაში ცხოვრობთ, ცოტაოდენი რამ მოგვიყევით ამ ქალაქზე.

— ბარსელონა ჩემთვის ქალაქების დედაქალაქია. ეს არის ქალაქი, სადაც ერთ სივრცეში ყველანაირი მსოფლმხედველობისა და ცნობიერების მქონე ადამიანი ჰარმონიაში ცხოვრობს. სადაც ყოველთვის დაცულია ადამიანის უფლებები, მიუხედავად მისი რასისა, გენდერისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. მოკლედ ძალიან ჰუმანური გარემოა და როგორც ესპანურად იტყვიან Alegria de vida. სიცოცხლის ხალისით სავსეა ეს ქალაქი. მოგეხსენებათ, როგორი ცხოვრების რიტმია დასავლეთში და განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც ბარსელონაა. არის დღეები, როდესაც უზომოდ დაღლილი ვბრუნდები სამსახურიდან, უცებ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ქუჩაში შეიძლება ისეთ რამეს გადავაწყდე, რომ მთელი დღის დაღლამ მომენტალურად გამიაროს. ბევრი ენერგია მიაქვს დიდი ქალაქის რიტმის აყოლას, მაგრამ ბარსელონა ყოველთვის მავსებს, რაც არ უნდა დაცლილი ვიყო. კატალონიაში ისევე, როგორც ესპანეთის სხვა რეგიონებში, ძალიან ბევრი ტრადიციაა. მე გამოვარჩევდი Semana santa-ს ჩვენებურად აღდგომას, Sant Jordi გიორგობასა და წიგნის საერთაშორისო დღეს, რომელიც 23 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს ბიჭები გოგონებს ვარდს ჩუქნიან, გოგოები კი წიგნებს. ბარსელონა კულტურის ქალაქია. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ფესტივალი და სხვადასხვა ტიპის კულტურული აქტივობებია დაგეგმილი.  უფასოდაც ძალიან ბევრი საინტერესო დღისა და საღამოს დაგეგმვაა შესაძლებელი. 

© Photo: Courtesy of Lika Lezhavaლიკა ლეჟავა
ლიკა ლეჟავა - Sputnik საქართველო
ლიკა ლეჟავა

- მოგზაურობის დროს თქვენი ყველაზე სასურველი პარტნიორი ვინ არის?

— ჩემთვის მოგზაურობისას, პირველ რიგში, ყველაზე სასურველი პარტნიორია ჩემი მეუღლე და შემდეგ ადამიანი, ვისაც ნამდვილად აინტერესებს მოგზაურობა. ვინც ცდილობს, არ იყოს ტურისტი. მოგეხსენებათ ძალიან დიდი სხვაობაა მოგზაურსა და ტურისტს შორის.

- რამე თავგადასავალს ხომ არ გაიხსენებთ, რაც მოგზაურობის დროს გადაგხდათ?

— ყველა მოგზაურობა თავგადასავალია. ჩემს მეუღლესთან ერთად რაც გადამხდა და რაც ყოველთვის პირველი მახსენდება, ეს იყო სან სებასტიანში, როცა ბასკეთში კაიაკით გადავწყვიტეთ ლა კონჩას პლიაჟიდან, კუნძულ სანტა კლარას დალაშქვრა, თან ძალიან ცუდ ამინდში. მანამდე თუ ორკაციანი კაიაკით ვაკეთებდით იგივეს, რატომღაც იმ დღეს ცალ–ცალკე გადავწყვიტეთ და მეც რამდენიმე ძალიან მაღალი ტალღის შემდეგ დავკარგე კონტროლი და წყალქვეშ ავღმოვჩნდი. ცოცხალი ვარ, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა. 

© Photo: Courtesy of Lika Lezhavaონდარიბი, ბასკეთი
მონდარიბი, ბასკეთი - Sputnik საქართველო
ონდარიბი, ბასკეთი

- გაიხსენეთ ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი, რაც ცხოვრებაში გინახავთ…

— ეს არის სინტრა, პორტუგალიაში.

- ფოტოების გადაღება გიყვართ.  რომელი საოცარი ადგილებია აღბეჭდილი თქვენს ფირზე?

— ფირით ადრე ვიღებდი ბავშვობაში. ახლა ციფრული კამერით და სულ თან დამაქვს, სადაც არ უნდა მივდიოდე, თუმცა ხშირად რუგზაკში რჩება სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთ მომენტში სულ არაფერს, ისევ მობილურით გადაღება მირჩევნია.

- საქართველოდან რომელ ადგილს გამოარჩევდით?

— აჭარას. მაღალმთიან აჭარაში მინდა მოგზაურობა. ბასკეთს ჰგავს, მარადმწვანე მთებითა და ზღვით. 

© Photo: Courtesy of Lika Lezhavaლუშეშილი, შვედეთი
ლუშეშილი, შვედეთი - Sputnik საქართველო
ლუშეშილი, შვედეთი

- როგორც მივხვდი, მთაში მოგზაურობა გიზიდავთ…

— ძალიან მომწონს მთა. ზოგადად, ზაფხულის კურორტი მირჩევნია, რადგან სიცივე არ მიყვარს. სწორედ  ამიტომ ვცხოვრობ კატალონიაში.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— ჩრდილოეთ ესპანეთი! შეუდარებელი და გამორჩეული სამზარეულო აქვთ. 

© Photo: Courtesy of Lika Lezhavaმეთევზეების სახლი
მეთევზეების სახლი - Sputnik საქართველო
მეთევზეების სახლი

- ბოლოს რომელ ქვეყანაში იყავით და რამ მოგხიბლათ?

— ბოლოს პორტუგალიაში ვიყავი და სინტრამ მომხიბლა. ეს არის ადგილი, სადაც აუცილებლად დავბრუნდები!

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას?

— ჩემი მეგობარი ქორწინდება ამ ზაფხულს კოპენჰაგენში. სასტუმროსა და ფრენის ხარჯების ანაზღაურება შემომთავაზა, საქორწინო ფოტოების სანაცვლოდ. რატომაც არა, იყოს შემდეგი დანია…

ყველა ახალი ამბავი
0