ზღვაში ავტომობილით: გაიზრდება თუ არა ზაფხულში ფოთი–ჩერნომორსკის რეისების რაოდენობა

© photo: Sputnik / Stringerფოთი
ფოთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადამზიდავი კომპანია ტურისტებს მგზავრობისას ავტომობილის წამოყვანას სთავაზობს

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ფოთსა და უკრაინის ჩერნომორსკს შორის მიმოსვლა ზაფხულის სეზონში არ გაიზრდება, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გადაზიდვებზე პასუხისმგებელი კომპანიის ASSA Trans წარმომადგენელმა.

კომეტა - Sputnik საქართველო
„კომეტა“ ბათუმიდან სოჭის მიმართულებით მაისში განაახლებს მოძრაობას

რეგულარული საზღვაო რეისები ფოთი–ჩერნომორსკი მთელი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ სრულდება. ქალაქებს აკავშირებს სარკინიგზო–საავტომობილო ბორანი, რომელსაც მატარებლის ვაგონები და ავტომობილები გადააქვს.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ ტვირთის და არა მგზავრების რაოდენობაზე. ჩვენი ბორნის ძირითადი კლიენტები არიან ისინი, ვისაც სურს მოგზაურობა საკუთარი ავტომობილით და ამ მიზნით გვირჩევს. მოგზაურისთვის უზარმაზარი პლუსია – თან წაიყვანო შენი ავტომობილი ან მოტოციკლი“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 

ფოთიდან ჩერნომორსკამდე საზღვაო გზის გავლას, ამინდიდან გამომდინარე, დაახლოებით ორნახევარი დღე სჭირდება. 

თვეში ორჯერ ფოთიდან ბორანი ბულგარეთის ვარნისკენაც ასრულებს რეისს. 

რეისები „მცურავი“ გრაფიკით ხორციელდება. თარიღის დაზუსტება ფოთის პორტის სალაროებშია შესაძლებელი. შტორმის დროს რესები არ სრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0