საქართველოში დამსვენებლების უსაფრთხოებას დრონები დაიცავს

გამოწერა
დაგეგმილია მაშველთა მუშაობის სრულყოფა როგორც ზღვის სანაპიროზე, ისე მთებში

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ზღვის სანაპიროზე მომუშავე მაშველებს მალე დრონებს გადასცემენ, რათა ტურიზმის სეზონური ზრდის პირობებში მათი მუშაობის ეფექტი ამაღლდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში ამა წლის იანვრიდან მუშაობს. მისი შექმნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის ნოემბერში გამოცხადებული მთავრობის რეორგანიზაციის ფარგლებში მიიღო. აქამდე ეს სამსახური შსს-ს შემადგენლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახით შედიოდა.

„მოგეხსენებათ, მთასა თუ ზღვისპირეთში საკმაოდ ბევრ ტურისტს ველოდებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ სამაშველო ჯგუფებმა არამარტო ტრადიციული მეთოდები გამოიყენონ მუშაობაში, არამედ წელს პირველად გამოჩნდება მათ სარგებლობაში დრონები, რომლის საშუალებითაც ზღვისპირეთში ვითარების მონიტორინგი უფრო ეფექტურად მოხდება", — განაცხადა ხუციშვილმა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ბათუმი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება

სიახლე ელოდებათ ზამთრის კურორტებზე მომუშავე მაშველებსაც. ხუციშვილის თქმით, ისინი აღიჭურვებიან თოვლმავალებით, თხილამურებითა და სპეციალური ეკიპირებით.

„ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური სამთო-სამაშველო დანაყოფები უნდა გვყავდეს, რათა ხელი შევუწყოთ სამთო ტურიზმს", — დასძინა მან.

საქართველოს 2017 წელს 7,5 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 18,8%-ით მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0