23:22 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
ზვავის ჩამოსვლა

მთაში დამსვენებლებს ზვავსაშიშროების შესახებ აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Ovchinnikov
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ზამთრის კურორტები 2017/2018 (12)
62 0 0

მთაში დასვენებისას, კლიმატური პირობების გამო სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ზვავსაშიშროების დონის გაზრდის გამო მთაში მყოფ ტურისტებსა და დამსვენებლებს სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სწორედ ამიტომ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის გთხოვთ, მოქმედ სათხილამურო კურორტებზე დაემორჩილოთ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მომზადებულ მარკირებულ ნიშნებს“, — ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში

როგორ უნდა მოვიქცეთ ზვავის ჩამოწოლის დროს
© Sputnik / Maria Tsimintia
როგორ უნდა მოვიქცეთ ზვავის ჩამოწოლის დროს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ მოუწოდებენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას.

ამ სეზონზე ტურისტებს მასპინძლობს ოთხი სამთო-სათხილამურო კურორტი: გუდაური, ბაკურიანი, გოდერზი, მესტია. წელს ყველაზე თამამი მოყვარული ტურისტები ავიდნენ ბახმაროშიც, სადაც ამ კურორტის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ მხოლოდ იწყება. 

2018 წლის თებერვალში საქართველოს ეწვია 440,8 ათასი მოგზაური, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73 ათასით მეტია (20%).


თემები:
საქართველოს ზამთრის კურორტები 2017/2018 (12)

მთავარი თემები