„მინი-საბაგიროები“ ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოშიც დამონტაჟდება

© Government of Georgiaსაბაგირო
საბაგირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ყველა ბავშვს ექნება შესაძლებლობა, თავიანთ სოფელში დაკავდნენ ზამთრის სპორტის სახეობებით.

თბილისი, 15 თებერვალი —Sputnik. 2019 წელს  მთის რეგიონის სოფლებში „მინი–საბაგიროების" დამონტაჟება გაგრძელდება,  რაც ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მთის კურორტებზე „მინი-საბაგიროების“ დამონტაჟების შესახებ პრემიერმა 7 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზეც განაცხადა. საპილოტე პროექტი უკვე დაწყებულია სვანეთის მაღლმთიან რეგიონში –  სოფლებში უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერსა და დაბა ლენტეხში.  

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს

2019 წლიდან  კი „მინი-საბაგიროები“ ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოშიც დამონტაჟდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ სოფლებში მინი–საბაგიროების დამონტაჟება, რათა საქართველოს მთის რეგიონებში მცხოვრებმა ყველა ბავშვმა ისარგებლოს არა მხოლოდ საქართველოში არსებული საერთაშორისო მასშტაბის ზამთრის კურორტებით, არამედ თავიანთ სოფელში დაკავდნენ ზამთრის სპორტის სახეობებით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „მინი-საბაგირო" გზები მოსახლეობისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება. ისინი  მარტივი კონსტრუქციისაა და თითოეულის ფასი დაახლოებით 25 ათას ევროს შეადგენს. საბაგიროს სიგრძე კი 200-300 მეტრი იქნება.  

„ჩვენს ქვეყანაში, სადაც 70% არის მთა, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს, მიუხედავად მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობისა, ისარგებლონ იმ სიკეთით, რასაც მთა ჰქვია და ჩაერთონ ზამთრის სპორტის სახეობებში იქ, იმ სოფელში, სადაც ცხოვრობენ. ამიტომ, ამ პროგრამას ვაგრძელებთ, რომელიც მნიშვნელოვანია", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" და „მინი-საბაგიროების" მწარმოებელი გერმანული კომპანია ახორციელებენ. 

ზამთრის კურორტი გუდაური - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები Euronews-სა და BBC-ზე

გარდა ამისა, ზაფხულში იგეგმება სასეირნო ბილიკების, მთამსვლელებისთვის ბილიკების მოწყობა და მის გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები ფუნქციონირებს გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და მესტიაში.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, 2010-2017 წლებში საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურისტების რაოდენობა 364%-ით გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე, სადაც ერთდროულად 9 ახალი საბაგირო გაიხსნა.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.


ყველა ახალი ამბავი
0