საქართველო ჩინეთიდან მეტ ტურისტს ელოდება

© FB / Ministry of Finance of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 2017 წლის მხოლოდ დეკემბერში ჩინეთიდან 1,6 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 64,7%-ით მეტია

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ქართულ ტურისტულ კომპანიებს მას შემდეგ, რაც ამოქმედდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან, შეუძლიათ ამ ქვეყნიდან უფრო მარტივად ჩამოიყვანონ ტურისტები, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის 2017 წლის მაისში პეკინში ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თანახმად, ჩინეთის ბაზარზე გადასახადების გარეშე შევა მთელი ქართული პროდუქცია, გარდა მარცვლეულის, ბრინჯის, ფქვილის, მათ შორის — კარტოფილის, ასევე შალეულის, თამბაქოს ნაწარმის, ხის ცალკეული სახეობებისა და ნაკეთობების, ქაღალდის, შპალერის, კონვერტების, მუყაოსა და სხვა ქაღალდის ნაკეთობებისა, წიგნებისა და ნოტების გამოკლებით.

„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ", — განაცხადა ქუმსიშვილმა, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.

პეკინის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობა დაიწყეს

მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, საქართველოს 2017 წლის მხოლოდ დეკემბერში ჩინეთიდან 1,6 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 64,7%-ით მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0