საქართველოში რეიტინგული ჰოლანდიური რეალითი-შოუს 10 ეპიზოდი გადაიღეს

© photo: Sputnikჟინვალის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნიდერლანდებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდებიან

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჰოლანდიური რეალითი-შოუს Wie is de Mol მე-18 სეზონის ობიექტივში მოხვდა ტელეარხ Avrotros-ზე — ქვეყანაში პროექტის ათი ეპიზოდი გადაიღეს.

შოუ ჰოლანდიაში უკვე 18 წელია გადის. ყოველ სეზონს ახალ, ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყანაში იღებენ. როგორც ჰოლანდიური გადამღები ჯგუფის ქართველმა პროდიუსერმა ნინო აღლაძემ აღნიშნა, სტატისტიკა უცვლელად აჩვენებს, რომ პროექტის მაყურებლის 50% აუცილებლად სტუმრობს ქვეყანას, რომელიც პროგრამაშია ნაჩვენები.

ქართული სამზარეულოს რესტორნები თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
რა მოეწონა The Guardian-ს თბილისში

„გადაღებები მაისიდან დაიწყო. ლოკაციების შესარჩევად ჩამოსული ჯგუფი საქართველოში აღფრთოვანდა და იმის ნაცვლად, რომ დაგეგმილი ხუთი ეპიზოდი ხორვატიაში გადაეღოთ, ათივე ეპიზოდის საქართველოში გადაღება გადაწყდა. საქართველოში ბევრი გადამღები ჯგუფი ჩამომყავს და ყველა აღნიშნავს რომ ჩვენს ქვეყანას გადასაღები ლოკაციების ბიზნესის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს… ჩვენი ქვეყანა ამ შოუში ყველანაირად წარმოჩინდება… ისეთ ლოკაციები ჩავსვით, აღფრთოვანდნენ", — განაცხადა მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღლაძის თქმით, შოუს Wie is de Mol ჰოლანდიის მოსახლეობის 40-45% უყურებს და უახლოეს მომავალში ქვეყანაში ტურისტების დიდ ნაკადს უნდა ველოდოთ.

რეალითი შოუში მონაწილეობს ათი პოპულარული ადამიანი — მსახიობები, მუსიკოსები, ტელეწამყვანები და ა.შ.

თამაშის მიმდინარეობისას რეჟისორისა და პროდიუსერების გარდა არავინ იცის, რომელ ქვეყანაში მოხვდებიან. თითოეულ ეპიზოდში ისინი ასრულებენ სხვადასხვა დავალებას და ბოლოს თითო ეპიზოდიდან თითო მოთამაშე ვარდება.

საქართველოში გადაღებული ერთ-ერთი ეპიზოდის ნახვა ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ აქ:

 

ყველა ახალი ამბავი
0