ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი უამინდობის გამო გადაიდო

გამოწერა
ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან 16:30 სთ-ზე შესრულდება

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი გადაიდო, რეისს უნგრული ავიაკომპანია WizzAir–ი ასრულებს, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 66%-ით გაიზარდა

„რეისი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით დღეს, დილით  06:35 წუთზე უნდა შესრულებულიყო,  თუმცა,  გადაიდო.  აეროპორტის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ გერმანიაში ცუდი ამინდია“, — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან"  ერთ-ერთმა მგზავრმა.

ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან 16:30 სთ-ზე შესრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0