დიდი რუსული ტუროპერატორი ფსონს აჭარაში დასვენებაზე ჩამოდის

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმი ზაფხულში
ბათუმი ზაფხულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
TEZ TOUR ტურისტებს ჰპირდება კარგ პლაჟებს, უნიკალურ სუბტროპიკულ კლიმატს, გემრიელ სამზარეულოსა და თანამედროვე სასტუმროებს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო რუსული ტუროპერატორი TEZ TOUR 2018 წლის ზაფხულში გეგმავს ფრენის პროგრამის დაწყებას მარშრუტით მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი, აღნიშნულია ტუროპერატორის ვებ-გვერდზე.

საზაფხულო პროგრამა 2018 წლის 8 ივნისს დაიწყება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფრენებს ავიაკომპანია S7 განახორციელებს კვირაში ხუთჯერ — ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას.

გოდერძი - Sputnik საქართველო
აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

ტურისტები დასვენებას შეძლებენ ბათუმის, გონიოს, კვარიათის, სარფისა და ქობულეთის 70 სასტუმროში.

„აჭარა, ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით, დინამიკურად ვითარდება და მუდამ სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. მიმართულების ძირითადი პრიორიტეტებია — მომსახურების სფეროს გაუმჯობესება, მაღალმთიან რაიონებში ტურისტული პროდუქტების შექმნა. კარგი პლაჟების, უნიკალური სუბტროპიკული კლიმატის, გემრიელი სამზარეულოსა და თანამედროვე სასტუმროების გარდა, ტურისტებს მრავალი ღონისძიება და აქტიურობა ელოდებათ", — განაცხადა TEZ TOUR-ის PR-დირექტორმა ლარისა ახანოვამ.

„ადრეული დაჯავშნის" აქცია 30 აპრილამდე მოქმედებს და ფასდაკლება 15%-მდეა.

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. რეგიონს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დაახლოებით 1,2 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 5,4%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0