13:13 24 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბათუმი

რამდენს დახარჯავს აჭარა 2018 წელს ტურიზმის განვითარებაზე

© FB / Sergo Edisherashvili
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ტურისტული ცენტრი (147)
1810

რეგიონის რეკლამირება უცხოეთში და ტურიზმის განვითარება მაღალმთიან რაიონებში - აჭარის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია უცხოელების მოზიდვის თვალსაზრისით

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის მომავალ წელს დაახლოებით 9,8 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის გაზრდა 2018 წელს შესაძლებელია 32%-ით; ხოლო რეგიონში ძირითადი პრიორიტეტები რჩება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ტურისტული პროდუქტების შექმნა მაღალმთიან რაიონებში და აჭარის რეკლამირება საერთაშორისო ბაზარზე.

2018 წელს აჭარის პოპულარიზება მოხდება დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, უკრაინაში, ლიტვაში, პოლონეთში, ბელარუსში, რუსეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, თურქეთში.

რეგიონის პოპულარიზების მიზნით სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებზე მთლიანობაში დაიხარჯება 6,8 მილიონ ლარზე მეტი.

„მომავალი წლისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება აჭარის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მომზადება 2018-2025 წლებისთვის. ეს იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც რეგიონში ტურიზმის კომპლექსურ განვითარებას დაეხმარება", — განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

მისი თქმით, სტრატეგიის შექმნაში ჩაერთვება ტურიზმთან დაკავშირებული ყველა სამთავრობო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაცია.

„სტრატეგია იქნება დოკუმენტი, რომელიც კერძო სექტორს გაუმარტივებს ორიენტირებას ტურისტულ სფეროში. დოკუმენტის შედეგად მათ ზუსტად ეცოდინებათ როგორია სახელმწიფო პოლიტიკა რეგიონში ტურიზმთან მიმართებაში, ეს იქნება საკანონმდებლო, ინფრასტრუქტურული თუ სხვა კუთხით", — აღნიშნა ღლონტმა.

კვებისა და განთავსების ობიექტებზე მომსახურების ხარისხს შეაფასებს „საიდუმლო სტუმარი". ეს არის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტი, რომლის ფარგლებში სპეციალურად შერჩეული ამ სფეროს გამოცდილი სპეციალისტები ეწვევიან რეგიონის სხვადასხვა ობიექტს და შეაფასებენ მომსახურებას, გააანალიზებენ და შემდეგ მონაცემებს დეპარტამენტს გადასცემენ.

ტრენინგებს გაივლიან ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები, ბათუმისა და მაღალმთიანი აჭარის გიდები. გიდებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება პროექტის "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" მომავალ წელს გაიმართება.

2018 წელს გაგრძელდება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა მაღალმთიან აჭარაში. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 492,5 ათასი ლარი.

სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს კვლავ ჩატარდება „სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია", სადაც ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 2018 წელს ისევ ჩაატარებს ფრინველებზე დაკვირვების, სოფლის ტურიზმის ფესტივალებს და ასევე ზაფხულის ტურისტულის სეზონის გახსნის ღონისძიებას.

გაგრძელდება ასევე უცხოელი ტურისტების გამოკითხვის პრაქტიკა, რათა დადგინდეს, კმაყოფილი არიან თუ არა რეგიონის სტუმრები აჭარაში ყოფნით, აღნიშნეს ტურიზმის დეპარტამენტში.

 

თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (147)

მთავარი თემები