Lonely Planet-ის რეიტინგი: საქართველო მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეულშია

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუვენირები
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ხშირად ხვდება სხვადასხვა ტურისტულ რეინტინგში – TripAdvizor, SkyScanner, National Geographic, Forbes, The Telegraph, ამჯერად კი ჩვენ ქვეყანას ყურადღება ავსტრალიურმა გამოცემამ მიაქცია.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. პოპულარულმა ავსტრალიურმა გამოცემა Lonely Planet-მა საქართველო მსოფლიოში მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეულში შეიყვანა, აღნიშნულია გამოცემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოს სიაში მეშვიდე ადგილი უჭირავს. Lonely Planet წერს, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში უძველესი ქვეყანაა, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.

რთველი - Sputnik საქართველო
Skyscanner-ი ღვინის ტურიზმის მოყვარულთ საქართველოს ურჩევს

„ეს ქვეყანა მომავლისკენ იყურება, მაგრამ ამაყობს ტრადიციებით. ესა უძველესი რეცეპტების ქვეყანა, რომლებიც დუქნებში მოიფიქრეს, სადაც თამადა წარსული და თანამედროვე გმირების ღირსებისა და სულთა შესანდობარის სადღეგრძელოებს სვამს. ქვეყანა ისე ამაყობს იმით, რომ ღვინის რეგიონია, რომ აეროპორტის მიგრაციული სამსახურის თანამდებობის პირები საპასპორტო კონტროლის დროს მოგზაურებს წითელი ღვინის ბოთლით ხელში ხვდებიან", — წერს გამოცემა.

რეიტინგში პირველი ადგილი უჭირავს ჩილეს, მეორე — სამხრეთ კორეას, მესამე — პორტუგალიას. შემდეგ მოდიან ჯიბუტი, ახალი ზელანდია, მალტა, საქართველო, მავრიკია, ჩინეთი და ბოლოს — სამხრეთ აფრიკა.

გამოცემა Lonely Planet 1972 წელს დაფუძნდა. მისი შტაბ-ბინა ავსტრალიაშია. ეს არის ერთ-ერთი პირველი ოფიციალური გამოცემა, რომელიც სპეციალიზებულია არცთუ მდიდარი ტურისტების გზამკვლევების გამოშვებაზე.

2007 წელს გამოცემა შეისყიდა BBC-ს კომერციულმა სააგენტო BBC Worldwide-მა. Lonely Planet-ს გამოცემული აქვს 500-ზე მეტი დასახელების ტურისტული გზამკვლევი, მრჩეველი და სასაუბრო მსოფლიოს რვა ენაზე. გამოცემის პუბლიკაციების წლიური ტირაჟი ექვს მილიონ ეგზემპლარს აღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0