ქუთაისიდან ათენში: Wizz Air კიდევ ერთი მიმართულებით იწყებს ფრენას

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთი, ათენი
საბერძნეთი, ათენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის მაისიდან ქუთაისიდან ხუთშაბათობითა და კვირაობით ათენში ფრენა იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 2018 წლიდან დაიწყებს ფრენებს ქუთაისიდან ათენის მიმართულებით, აღნიშნულია ავიაკომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მთლიანობაში, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის წამყვანი ლოუკოსტერი ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს 12 ქვეყანაში 17 მიმართულებით განახორციელებს. ამჟამად ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან რვა ქვეყანაში დაბალბიუჯეტიან 12 ავიამიმართულებას სთავაზობს.

ფრენები ახალი მიმართულებით განხორციელდება 17 მაისიდან, ხუთშაბათობითა და კვირაობით. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

ბაქო - Sputnik საქართველო
ბაქოდან თბილისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

უფრო ადრე Wizz Air-მა განაცხადა, რომ ქუთაისიდან რომში, პარიზში, ბარსელონასა და პრაღაში ფრენების განხორციელებას დაიწყებს. ეს ფრენებიც ასევე 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

გარდა ამისა, კომპანია ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის საჰაერო ხომალდი.

ავიაკომპანიის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავიაკომპანიის მომსახურებით ისარგებლა 333 ათასმა მგზავრმა.

ქუთაისის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 14 კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალურად ის 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა.

აეროპორტის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.

ყველა ახალი ამბავი
0