ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

© courtesy by Department of Tourism and Resorts of Ajaraაჭარული ხაჭაპური გამოფენაზე ესტონეთში
აჭარული ხაჭაპური გამოფენაზე ესტონეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის თვითმყოფადი კულტურისა და თავისებურებების გაცნობა ბათუმში, ფესტივალ „განგაგანაზეა" შესაძლებელი

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა" ბათუმში 6-7 ოქტომბერს გაიმართება, იუწყება ბათუმის ოფიციალური ტურისტული პორტალი.

ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება, აჭარის ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრები აჭარის სამზარეულოს შედევრებს დააგემოვნებენ და ბათუმიდან გაუსვლელად აჭარაში მოგზაურობას შეძლებენ.

თბილისობაზე - Sputnik საქართველო
„თბილისობა 2017" მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით იქნება წარმოდგენილი.

ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

ფესტივალზე მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები.

ყველა ახალი ამბავი
0