გურია ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeგზა ღვთისმშობლის ტაძრისკენ
გზა ღვთისმშობლის ტაძრისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის ფესტივალის სტუმრებს კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები ელოდებათ.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ტურიზმის ფესტივალი კვირას გურიის სამივე რაიონში გაიმართება, აღნიშნულია გუბერნატორის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ათობით ქართულმა და უცხოურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა - Sputnik საქართველო
ქართული ტურიზმის თავისებურებები

ღონისძიება ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებში ჩატარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის" ფარგლებში. ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ისინი შეძლებენ რეგიონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, გურიის ტურისტული პოტენციალისა და კუთხის ტრადიციების გაცნობას.

ფესტივალის შემდეგ, 24, 25 და 26 ივლისს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, ადგილობრივი მოსახლეობა გამართავენ შეხვედრებს, რომლებზეც რეგიონში ტურიზმის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

პროექტის მიზანია გურიის პოტენციალის შესწავლა და შეფასება, მოსახლეობის მცირემასშტაბიანი აქტიურობის მხარდაჭერა, გურიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოქმედების გეგმის შემუშავება.

ყველა ახალი ამბავი
0