ბათუმიდან ურეკში ერთ საათში: დაინიშნა ახალი მატარებელი

© Department of Tourism and Resorts of Ajaraმატარებელი ბათუმი-ურეკი-ბათუმი
მატარებელი ბათუმი-ურეკი-ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმი-ურეკი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი ყოველდღე, დღეში ორჯერ იმოძრავებს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ბათუმსა და ურეკს შორის ახალი სარკინიგზო რეისი დაინიშნა, ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.

სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღიურად დღეში ორჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 4 ლარი იქნება.

300 მგზავრზე გათვლილი მატარებელი ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ყოველდღე 15:55 საათზე და 19:20 საათზე გავა, ურეკიდან ბათუმში კი 17:10 საათზე და 20:45 საათზე. მგზავრობა 1 საათსა და 5 წუთს გაგრძელდება.

„ეს პროექტი განტვირთავს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მაგისტრალზე ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე არსებულ გადატვირთულ მოძრაობას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ადამიანებს შევთავაზოთ იაფი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ზაფხულის სეზონზეა გათვლილი", — განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნა ბათუმის სტუმრებისათვის გასართობი პროგრამით აღინიშნა - Sputnik საქართველო
საზაფხულო დასვენება აჭარაში: როგორ ხვდება ბათუმი სტუმრებს

მატარებლის ბილეთის შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ელექტრონულად და რკინიგზის სადგურის სალაროებშია შესაძლებელი, თუმცა მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა ვაგონშივე შეუძლიათ.

ბათუმი-ურეკის მატარებელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და "საქართველოს რკინიგზის" ერთობლივი პროექტია.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის, ხოლო ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს ბათუმი წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0